"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის, ერიკ ბაიის ყოფილი კლუბის, "ესპანიოლის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სერხიო პინია აღნიშნავს, რომ კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი ახალ უნარებს სწრაფად იძენს.
"წითელმა ეშმაკებმა" 22 წლის მცველი "ვილიარეალიდან" შეიძინეს და მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებისთვის მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თითოეული სპეციალისტი, რომელსაც ბაიისთან უმუშავია, ერიკს აქებს.
სერხიო პინია, რომელმაც ბაიის უნარები შეამჩნია, ერთ-ერთია ფეხბურთელის გულშემატკივრებს შორის.
"მასში პირველივე დღიდან დიდ პოტენციალს ვხედავდი. სუპერ-სიმაღლე ჰქონდა, 185 სმ-ზე მაღალია და შესანიშნავ ნახტომებს აკეთებდა. ძალიან ძლიერი იყო და მნიშვნელოვანი ტექნიკური უნარებიც ჰქონდა, რომლებიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო განავითარა.
ვიდეოების ანალიზს მასთან ერთად ვახდენდით, რათა ტაქტიკური განსწავლულობის უკმარისობა აღმოგვეფხრა, მაგრამ ის ძალიან სწრაფად სწავლობა თავისი გონების წყალობით", - განაცხადა პინიამ.