თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2016, 19:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3237,
კომენტარები: 16
დე ხეა სექსუალურ სკანდალში გაეხვა
დავიდ დე ხეას თამაში ევროპის ჩემპიონატზე საფრთხეშია.
დე ხეა სექსუალურ სკანდალში გაეხვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა სექსუალურ სკანდალში გაეხვა.

მედია იტყობინება, რომ დაცულმა მოწმემ საჩივარი შეიტანა პორნოგრაფ იგნასიო ალენდე ფერნადესისა - უკეთესად ცნობილი, როგორც "ტორბე" - და დე ხეას შესახებ, მისი თქმით, ტორბემ და დე ხეამ მას და კიდევ ერთ გოგოს 2012 წელს ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდის ორ ფეხბურთელთან შეხვედრა მოუწყვეს.

დე ხეასთან დაკავშირებული წყარო კი იტყობინება, რომ მეკარე სიმშვიდეს ინარჩუნებს, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ესპანეთის ნაკრებთან ერთად იქნება და პრესკონფერენციას გამართავს.

დე ხეა სექსუალურ სკანდალში გაეხვა

დე ხეა მეგობარ გოგონსთან, ედურნე გარსიასთან ერთად


"ტორბე" არის ადამიანი, რომელიც არაერთხელ დაუკავებიათ და იგი აპრილშიც კი იმყოფებოდა ციხეში, რადგანაც მას ბრალად პროსტიტუციური ზარების განხორციელება და გადაღებებში არასრულწლოვან გოგონათა გამოყენება ედებოდა.

ანონიმმა მოწმე ქალმა გამოძიებას განუცხადა, რომ მადრიდში 2012 წელს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მას ორი ფეხბურთელი სექსუალურად გაუსწორდა. მისი თქმით, ეს ორი ფეხბურთელი ესპანეთის 21-წლამდეთა გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ მათ შორის დე ხეა არ ერია.

ესპანური მედიის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდი იკერ მინუაინია, მაგრამ მოწმე მეორის ვინაობის დასახელებას არ აპირებს.

მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შეხვედრა ტორბემ და დე ხეამ მოაწყვეს.

დე ხეა სექსუალურ სკანდალში გაეხვა


ესპანეთის ონლაინ გაზეთი Eldiario.es იტყობინება, რომ გამოძიება მოწმის ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო და გამორიცხულია, რომ მოწმე ფულით იყოს მოტივირებული.

მოწმის თქმით, ტორბემ მას სექსის თარიღი დაუნიშნა და სასტუმროში წაიყვანა, სადაც ორ ფეხბურთელსა და ერთ ქალს შეხვდა. ამის შემდეგ ტორბემ მოწმეს უბრძანა, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც მათ სურდათ.

ამის შემდეგ მოწმეს უბრძანეს, კრინტი არ დაეძრა იმის შესახებ, რაც მოხდა. გაზეთი ასევე იმასაც ამბობს, რომ ფული, რომელსაც მას დაჰპირდნენ, არასდროს მიუღია.

დე ხეა სექსუალურ სკანდალში გაეხვა


პოლიციის ფაილში, რომლიც გოგონას განცხადების საფუძველზეა შედგენილი, წერია: "ოთახში გოგონას სხვასთან ერთად დატოვების შემდეგ ტორბემ მას უთხრა, რომ ფეხბურთელებთან ერთად უნდა დარჩენილიყო და დათანხმებულიყო ყველაფერზე, რასაც ისურვებდნენ, რის შედეგადაც ფულს გამოიმუშავებდა.

როცა მან უარი განაცხადა, ტორბემ მას მხარში ხელი ჩაავლო და პასუხის დაულოდებლად უთხრა, რომ უნდა გაეკთებინა ყველაფერი, რასაც მოსთხოვდნენ, ეს კი გულისხმობდა იმას, რომ ფეხბურთელებს სექსი უნდა ჰქონოდათ მასთან და მეორე გოგონასთან.

ბიჭები მეორე გოგონასა და მას სექსუალურად გაუსწორდნენ, რადგან თუკი უარს იტყოდნენ, ორივეს ფიზიკურად ესხმოდნენ თავს.

როგორც კი ფეხბურთელებმა სექსუალური მოთხოვნილება დაიკმაყოფილეს, გოგონებს უბრძანეს, ოთახში მომხდარი არასდროს გასულიყო კედლებს მიღმა.

მოწმე გოგონამ და მეორე გოგონამ ფიზიკური და სექსუალური თავდასხმის სამაგიეროდ ვერაფერი მიიღეს, რადგანაც მთელი ფული ტორბემ დაიტოვა."


დაცულმა მოწმემ სულ ორჯერ გააკეთა განცხადება: ერთი გასულ წელს 6 მაისს, მეორე ასევე გასულ წელს 3 მაისს მადრიდსა და მურსიაში შესაბამისად.

მისი თქმით, სასტუმროში შეხვედრა დე ხეამ მოაწყო. თუმცა ეჭვი იმის თაობაზე, თავად მეკარე იყო თუ არა მონაწილე სექსუალური სცენებისა, არ არსებობს.

დე ხეა ამჟამად თავისი ქვეყნის ნაკრების რიგებშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ახლა დე ხეას მომავალი მისი ადვოკატების ხელშია, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას კი დავიდი ნაკრებთან ერთად დარჩება.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" დაახლოები წყაროს ცნობით, მეკარე აცნობიერებს, რომ მისი ღირსება, პატივი და რეპუტაცია შეირყა.

თუმცა, მათ ასევე განაცხადეს, რომ დავიდი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ახლა მხოლოდ ნაკრებზე ფიქრობს.

განცხადებაში ნათქვამია: "დაცულმა მოწმემ განაცხადა, რომ შეხვედრა მოაწყო კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, რომლის სახელია დავიდ დე ხეა, რომელსაც პასუხი უნდა ეგო იმ დღის მოვლენების შემდეგ ფულის გადახდაზე".

ონლაინ საიტი ასევე ცხადყოფს, რომ მოწმემ დე ხეას WhatsApp შეტყობინებები გაუგზავნა მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ ვინ იყო მეორე მოთამაშე - და "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ უპასუხა, რომ თავადაც "ბილბაოს" ფეხბურთელი იყო, მაგრამ მეტი დეტალი არ გაუმხელია.

გამოძიება WhatsApp შეტყობინებების ასლს გადაიღებს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
10 ივნისი 2016 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: de gea1
ეგრე ფერგიზე იძახდნენ ვიგაცა გოგო ადებდა ხელს გამაუპატიურაო და დე ხეას რო არ დააბრალონ რა გასაკვირია

ფულის გამოზალვის ხეხრია რომელიც ბოზ ბანდამ დაამუშავა
0
№12
ავტორი: Mike
10 ივნისი 2016 21:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
იმედია სერიოზულად არავინ ფიქრობთ იმაზე რო დე ხეა სუტენიორია )))
0
№13
ავტორი: de gea1
10 ივნისი 2016 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ციტატა: gela-manchesteri
ციტატა: de gea1
ეგრე ფერგიზე იძახდნენ ვიგაცა გოგო ადებდა ხელს გამაუპატიურაო და დე ხეას რო არ დააბრალონ რა გასაკვირია

ფულის გამოზალვის ხეხრია რომელიც ბოზ ბანდამ დაამუშავა

ეგრე დზმა თან მაგარი ინტრიგაა რითაც დიდ ფულს სოულობენ
0
№14
ავტორი: Best 7
11 ივნისი 2016 00:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ტყუილი იქნება უეჭველი
0
№15
ავტორი: ikeoni
11 ივნისი 2016 02:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Sisuleleaaaa
0
№16
ავტორი: Mufc7
11 ივნისი 2016 03:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იმედია, სიმართლე არაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top