თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2016, 14:31
ავტორი: Darkness,
ნანახია: 2325,
კომენტარები: 11
ESPN:"პოგბას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო"
პოლ პოგბა შესაძლოა მანჩესტერში დაბრუნდეს.
ESPN:
ESPN, თავის წყაროებზე დაყრდნობით, გვატყობინებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ პოლ პოგბას აგენტს მინო რაიოლას და განიხილეს ფრანგი მოთამაშის შესაძლო დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე". ასევე განიხილეს ტრანსფერის სავარაუდო თანხა - არა ნაკლები 65 მილიონი ფუნტისა. ცნობილია ისიც, რომ ჟოზე მოურინიო პოლ პოგბას ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია და თავის ახალ კლუბში მისი ხილვა ძალიან სურს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრანგი მოთამაშე არ ისაუბრებს მანამ, სანამ არ გაერკვევა იმაში, თუ რა გეგმები აქვს მადრიდის "რეალს" მასთან დაკავშირებით, რადგან პოგბასთვის მადრიდული გუნდი უფრო პრიორიტეტულად ითვლება.

გასულ თვეს Marca-სთან ინტერვიუში "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა:"მე არ მსურს ვისაუბრო პოგბასთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოცემულ მომენტში მოედნის ცენტრში 6 შესანიშნავი მოთამაშე გვყავს"
სიახლეები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
10 ივნისი 2016 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
თუ წავიდა რეალში წავა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top