"მანჩესტერ იუნაიტედი" თავის მცველს, მატეო დარმიანს "ოლდ ტრაფორდზე" პოლ პოგბას დასაბრუნებლად გამოიყენებს.
ჟოზე მოურინიო ფრანგი ნახევარმცველის დიდი გულშემატკივარია და ტურინელებს 60 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა მათ არ მიიღეს.
საპასუხოდ, "იუნაიტედი" იტალიის ნაკრების მცველსა და იმავე თანხას გაიღებს, რათა პოლ პოგბა კიდევ ერთხელ გახდეს "წითელი ეშმაკი".
"წითლებს" სურთ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ "ტორინოს" ყოფილი ფეხბურთელი, რომელშიც 12 მლნ. ფუნტი გადაიხადეს.
დარმიანმა 28 მატჩი ჩაატარა და "იუნაიტედში" გოლიც გაიტანა პირველივე სეზონში, საწყისი რამდენიმე კარგი მატჩის შემდეგ კი გულშემატკივართა ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა.
თუმცა, მისმა სათამაშო ფორმამ ტრავმების შედეგად რეგრესირება დაიწყო და ამის გამო იტალიელმა პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.