თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2016, 16:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5846,
კომენტარები: 13
გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია
საერთაშორისო არენაზე დაწყებული დაპირისპირება, რომელიც ინგლისში გრძელდება.
გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია
მომდევნო სეზონში მანჩესტერი მსოფლიოს ორი ყველაზე წარმატებული მწვრთნელის სახლი გახდება, რამეთუ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" პეპ გვარდიოლას "სიტის" პრემიერ ლიგის რანგში დაუპირისპირდება.

სანამ მათი ურთიერთდამოკიდებულება უმოწყალო დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, ეს წყვილი არაერთხელ შეხვედრია ერთმანეთს.

თქვენს წინაშეა ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა.

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


გვარდიოლას "ბარსელონა" მოურინიოს "ინტერის" წინააღმდეგ

ოთხი მატჩი: ორი მოგება გვარდიოლას, ერთი ფრე, ერთი მოგება მოურინიოს

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


გვარდიოლასა და მოურინიოს პირველმა შეხვედრამ მწვრთნელების რანგში ტიპიური ტაქტიკური ორთაბრძოლით გაგვახარა. "ბარსელონა" და მილანის "ინტერი" "სან სიროზე" 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და უგოლო ფრე ითამაშეს.

მეორე მატჩის შედეგი ესპანელების სასარგებლოდ დაფიქსირდა - 2-0 გამარჯვება. მასპინძელთა რიგებში არ თამაშობდა ლიონელ მესი, მაგრამ ჩავიმ მოურინიოს გუნდი გაანადგურა.

მატჩის შემდეგ მოურინიო გამოტყდა, რომ მისი გუნდი დაამარცხეს, მაგრამ გვარდიოლასთან ახალი შეხვედრის შესაძლებლობას სალამით შეხვდა: "ჩვენ "ბარსა" სულაც არა ვართ ინდივიდუალური მოქმედებისა და კლასის კონტექსტში. "ბარსელონა", როგორც გუნდი, ჩვენ გვჯობია. მაგრამ ხვალ "ბარსელონას" ისევ რომ ვეთამაშებოდეთ, უკვე მზად ვიქნები. ჩემთვის რომ გეთქვათ, ნახევარფინალში "ინტერი" "ბარსას" შეხვდებაო, სიამოვნებით დაგთანხმდებოდით".

ყოფილი კოლეგები

ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა "ბარსელონაში" ერთად 1996-2000 წლებში მუშაობდნენ, როცა პორტუგალიელი სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, ხოლო ესპანელი კატალონიელთა რიგებში თამაშობდა.


მოურინიოს სურვილი ახდა. "ინტერი" კვლავ შეხვდა "ბარსელონას" ნახევარფინალში და ამჯერად მილანელებს ტრიუმფი ჰქონდათ. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რაში გადაიზარდა მწვრთნელების დაპირისპირება, უნდა ვთქვათ, რომ ამჯერად შეხლა-შემოხლისა და გულღია გამოთქმებისგან თავი ვერ შეიკავეს.

"სან-სიროზე" 3-1 გამარჯვების შემდეგ მოურინიომ დანი ალვეშზე წესების დარღვევის გამო არ დანიშნული პენალტის თაობაზე გამოთქმული "ბარსელონას" პრეტენზიები ყურად არ იღო.

"ერთი წლის წინ "ჩელსი" მსაჯების გადაწყვეტილების გამო დაზარალდა, კატალონიელებმა კი ამით ისარგებლეს",
- გაიხსენა მოურინიომ "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ცუდი მსაჯობა, როცა ტონ ჰენინგ ევრებიომ "ბარსელონას" კარში პენალტის დანიშვნა მთელ რიგ შემთხვევებში არ ისურვა. "ისინი იცინოდნენ, მსაჯმა ხომ ჩემს "ჩელსელ" ბიჭებს ფინალში გასვლის ნება არ მისცა".

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


მოურინიოს გამოთქმები კიდევ უფრო მწარე გამოდგა საპასუხო მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა უმეტესი ნაწილი კაცნაკლულმა გაატარა, 1-0 წააგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გავიდა.

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი მარცხია. ეს სტილი სისხლშია, მას ვერ ისწავლი. ჩვენ - გმირი გუნდი ვართ. სამწუხაროა, რომ მე ვერ ვითამაშე, ჩემს ვენებშიც ხომ ასეთივე სისხლი ჩქებს. ჩემპიონთა ლიგა ერთხელ უკვე მოვიგე, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება უკეთესია. დიდი მსხვერპლი გავიღეთ".

"ინტერმა" იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მიაღწია იმასვე, რასაც "ბარსელონამ" 2008/09 წლებში - ტრებლი მოიგო.

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


გვარდიოლას "ბარსელონა" მოურინიოს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ

თერთმეტი მატჩი: ხუთი მოგება გვარდიოლას, ოთხი ფრე, ორი მოგება მოურინიოს

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


გვარდიოლასა და მოურინიოს დაპირისპირებამ სულ სხვა დონეს მიაღწია 2010 წელს, როცა ჟოზემ მადრიდის "რეალი" ჩაიბარა. მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში, სანამ წყვილი ევროპული და ესპანური ტიტულისთვის ერთმანეთს ებრძოდა, მათი დაპირისპირებაში რაღაც საშინელებაში გადაიზარდა.

მაგრამ სწორედ აპრილის შუა რიცხვებში "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ლა ლიგაში, სამეფო თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ორ კვირაში ჩატარებული ოთხი მატჩის შემდეგ იგრძნეს მწვრთნელებმა ზეწოლა.

"ბერნაბეუზე" ფრედ დასრულებულ მატჩში, რომელმაც "ბარსელონას" ფაქტიურად გაუნაღდა ტიტული, ორივე კარში უნდა დანიშნულიყო პენალტი. მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს მიერ სამეფო თასის ფინალის დამატებით დროში გატანილმა გოლმა "რეალის" 18-წლიანი ლოდინი დაასრულა და მადრიდელებმა ესპანეთის თასი მოიგეს.

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


მატჩის შემდეგ გვარდიოლამ სიტყვების ბრძოლა წამოიწყო, როცა აღნიშნა, რომ გვერდით ხაზზე მდგომ მსაჯებს ნამდვილად მახვილი ხედვა უნდა ჰქონოდა, რომ პედროზე თამაშგარე დაეფიქსირებინა, როცა მან "ბარსელონას" რიგებში მატჩის პირველი გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ მოურინიომ თქვა: "აქამდე ძალიან ცოტა ისეთი მწვრთნელი იყო, რომელიც მსაჯებზე არ საუბრობდა, უმეტესობა კი - პირიქით. პეპმა თავისი კომენტარებით მესამე მიმართულება შექმნა - კრიტიკა იმ მსაჯებისა, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩემთვის ეს სიახლეა".

ამან გვარდიოლას ყურამდეც მიაღწია და თავის პრესკონფერენციაზე უპასუხა: "რაკი სენიორ მოურინიომ პეპი დამიძახა, მეც მაქვს უფლება, მას ჟოზე დავუძახო. ხვალ 8:45 საათზე საფეხბურთო მოედანზე შევხვდებით ერთმანეთს. მის ფარგლებს გარეთ დამამარცხა. მთელი სეზონის განმავლობაში იმარჯვებდა. მოდით, ამის გამო მას ჩემპიონთა ლიგის თასი მივცეთ, რათა მოესიყვარულოს და სახლში წაიღოს. საპრესკონფერენციო დარბაზში ის ბოსია და ვინ იცის, შეიძლება, ყველაზე დიდიც".

ზოგიერთი წყაროს თანახმად, "ბარსელონას" მწვრთნელი სასტუმროში ფეხზე წამომდგარი ფეხბურთელების ოვაციების ფონზე შევიდა. მისმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბერნაბეუზე" 2-0 გაიმარჯვეს. გვიან გატანილი ორი გოლის ავტორი ლიონელ მესი გახდა.

გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ ზედიზედ მეხუთე მატჩში (თუ "ინტერსაც" ჩავთვლით) მოურინიოს გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. პეპემ წითელი ბარათი 61-ე წუთზე მიიღო, მოურინიო კი აქტიური პროტესტის გამო გააძევეს.

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


მატჩის შემდეგ ჟოზე "ბარსელონაზე" და უეფა-ს ჩინოვნიკებზე შოკისმომგვრელი თავდასხმით გამოირჩა. "მინდა, რომ ხოსეპ გვარდიოლამ ამ ტურნირზე ერთხელ მაინც მოიგოს სამართლიანად.

თუ ვიტყვი უეფა-ს, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ და ვგრძნობ, ეს ჩემი კარიერის ბოლო იქნება. უმჯობესია შეკითხვა დაგისვათ, რომელზე პასუხის მიღების იმედიც მაქვს: "რატომ? რატომ ევრებიო? რატომ ბუზაკა? რატომ დე ბლეკერე? რატომ სტარკი?"
- მან ჩამოთვალა გვარები მსაჯებისა, რომელთაგან ერთ-ერთი "ჩელსის" გაძევებაში იყო ბრალდებული, ხოლო სამი დანარჩენი გვარდიოლას გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს სჯიდნენ.

"რატომ? იმიტომ, რომ ყოველ ნახევარფინალურ მატჩში ერთი და იგივე რამ ხდება. ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად ფანტასტიკურ გუნდზე, მაშ, რაში სჭირდებათ ასეთი რამ? რატომ? ასეთი კარგი გუნდი რატომ იყენებს ასეთ არასწორ ქმედებებს?

არ ვიცი, ამის მიზეზი "იუნისეფთან" თანამშრომლობაა თუ უბრალოდ, მაგარი ბიჭები არიან. უბრალოდ არ მესმის. მათ აქვთ ძალა, ჩვენ კი არ გვაქვს შანსი. მანამდე კი ჩემი შეკითხვა ჰაერში ტრიალებდეს. იმედი მაქვს, რომ ოდესმე პასუხს მივიღებ. მათ ფინალში გასვლა სჭირდებათ და ასეც იქნება. წერტილი.

ხოსეპ გვარდიოლა - ფანტასტიკური მწვრთნელია. მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოვიგე, მან კი - ერთხელ. ეს იმედს მიცრუებს. შემრცხვებოდა, "სტემფორდ ბრიჯზე" მომხდარი სკანდალის გამო ჩემპიონთა ლიგა რომ მომეგო. თუკი წელს გაიმარჯვებს, ამაში "ბერნაბეუზე" მომხდარი სკანდალი დაეხმარება. გულის სიღრმეში თითოეული მათგანი კარგი ადამიანია. არ შეიძლება, ასეთი რამ მოსწონდეთ. იმედი მაქვს, ერთხელ მაინც ექნება გვარდიოლას ტიტულის მოგების საშუალება სამართლიანი და ბრწყინვალე მანერით, ყოველგვარი სკანდალის გარეშე."


მოურინიო მოედნის კიდეზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ იმყოფებოდა, მისმა გუნდმა კი "კამპ ნოუზე" 1-1 ითამაშა, რაც ფინალში კატალონიელთა გასვლას ნიშნავდა. გვარდიოლა: "ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ღამეა". ამის მერე მისმა გუნდმა "უემბლიზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა.

ბოლო იმედები იმისა, რომ მოურინიოსა და გვარდიოლას შორის დაპირისპირების გრადუსი სეზონის შუაში დაიწევდა, მაშინ გაქრა, როცა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში მორიგი დაძაბულობა შეინიშნებოდა.

პირველ მატჩში დაფიქსირებული 2-2 ანგარიშის შემდეგ "ბარსელონაში" ჩატარებული საპასუხო შეხვედრა შეამკო უსიამოვნო სცენამ, რომელშიც მოურინიომ გვარდიოლას ასისტენტ ტიტო ვილანოვას თვალში თითი ჰკრა კამათის დროს, რომელიც მარსელოს მიერ სესკ ფაბრეგასზე უხეში ვარდნის გამო დაიწყო.

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


"რეალის" მწვრთნელი მესისა და ალვეშს მივარდა, მატჩის 3-2 წაგების შემდეგ კი მასპინძელთა ბალბოები გააკრიტიკა. გაბრაზებულმა ჟერარ პიკემ, "ბარსელონას" მცველმა უპასუხა: "ამას ვინმემ რამე უნდა უყოს. მოურინიო ესპანურ ფეხბურთს ანადგურებს".

მაგრამ მოურინიოს უკვე მზად ჰქონდა საპასუხო სიტყვები: "არ ვაპირებ ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, ჩვენ ხომ ესპანეთის სუპერთასი ვერ მოვიპოვეთ. ეს ფარისევლობა იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ვთამაშობდით კაცებივით, რამეთუ მინიმალური კონტაქტის დროს არ ვიქცეოდით. მე კაცური ფეხბურთის თამაში მასწავლეს და არა უმიზეზოდ წაქცევა".

მაგრამ გვარდიოლამ კვლავ დაამარცხა მოურინიო სეზონის პირველ მატჩში და ლა ლიგის მწვერვალზე ქულებით გაუთანაბრდა. მაშინ "ელ კლასიკოს" ისტორიაში კარიმ ბენზემას მიერ გატანილ ყველაზე სწრაფ გოლს კატალონიელებმა სამი ბურთით უპასუხეს.

ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ "ბარსელონამ" "ბერნაბეუზე" მორიგი გამარჯვება იზეიმა, როცა სამეფო თასის პირველ მატჩში 2-1 მოიგო, შემდეგ კი "კამპ ნოუზე" ტურნირის ნახევარფინალში მოხვედრა გაინაღდა. საბოლოოდ ტურნირი მოიგო.

თუმცა, მიუხედავად "ბარსელონასთან" დამარცხებისა, "რეალი" ლა ლიგაში ვეღარავინ შეაჩერა. კლასიკოში დამარცხების შემდეგ "რეალმა" ზედიზედ 11 მატჩი მოიგო. როცა აპრილში "კამპ ნოუზე" გაემგზავრნენ, ტიტულის ბედი მათ ხელში იყო. რონალდუ გადამწყვეტი შედეგიანი დარტყმის ავტორი გახდა, რის შემდეგაც "რეალი" სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მეტოქესთან შვიდი ქულით დაწინაურდა.

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


ეს იყო "ბარსელონას" პირველი მარცხი 55 მატჩში, ასევე "რეალის" პირველი გამარჯვება კლასიკოში 2008 წლის შემდეგ. გვარდიოლამ მწუხარებით განაცხადა: "ყოველთვის ვერ ვითამაშებთ უმაღლესი დონის ფეხბურთს. სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მომენტში ფეხი დაგვიცდა". მოურინიომ პრესასთან საუბარი არ ისურვა.

"რეალმა" ყველა დარჩენილი შეხვედრა მოიგო და ოთხი წლის განმავლობაში პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სეზონი კი რეკორდული 121 გატანილი გოლით დაასრულა, ხოლო "ბარსელონას" 9 ქულით გაასწრო. ეს დასტური იყო იმისა, თუ როგორ აჭარბებდნენ მოურინიოსა და გვარდიოლას გუნდები სხვა დანარჩენებს. "ვალენსიამ" მესამე ადგილი დაიკავა, ლიდერს კი 39 ქულით ჩამორჩა.

სეზონის ბოლოს გვარდიოლამ გამოაცხადა, რომ "ბარსელონას" ტოვებდა და მიზეზად შემოქმედებითი არდადეგები დაასახელა. მოურინიო მას ასე დაემშვიდობა: "ეს ცხოვრებაა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ შემოქმედებითი არდადეგების მოწყობა მომინდეს. ის ჩემზე ახალგაზრდაა, მაგრამ დაღლილობას არ ვგრძნობ".

გვარდიოლას "ბაიერნი" მოურინიოს "ჩელსის" წინააღმდეგ

ერთი მატჩი: ფრე (პენალტებში გვარდიოლამ მოიგო).

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


გვარდიოლამ და მოურინიომ დაპირისპირება 2013 წლის აგვისტოში განაახლეს, როცა მიუნხენის "ბაიერნი" და "ჩელსი" უეფა-ს სუპერთასის მატჩში შეხვდნენ. არც ერთ მწვრთნელს მოუგია ჩემპიონთა ლიგა ამ გუნდით და არც მეორეს ევროპის ლიგა თავისი გუნდით, მაგრამ ერთი წლის დასვენების შემდეგ დაბრუნებული გვარდიოლა და "სტემფორდ ბრიჯზე" ხელმეორედ მისული მოურინიო სამუშაოს კარგად დაწყებას ცდილობდნენ.

გვარდიოლა "ბაიერნში" მივიდა იუპ ჰაინკესის შემდეგ, რომელმაც გუნდთან ერთად ტრებლი მოიგო. მხოლოდ ხავი მარტინესის მიერ გატანილმა გვიანდელმა გოლმა მისცა "ბაიერნს" ანგარიშის გათანაბრების საშუალება წინააღმდეგ "ჩელსისა", რომელიც ამ დროს კაცნაკლული თამაშობდა და მატჩი პენალტების სერიაში გადავიდა. შემდეგ, თანახმად წიგნისა "პეპი, კონფიდენციალურად", რომელიც მარტი პერარნაუმ "ბაიერნში" გვარდიოლას პირველი სეზონის შესახებ დაწერა, ესპანელი ფეხბურთელების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

"პირველ რიგში, აუცილებელია, სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება ბურთის მიმართულებისა და მისი შენარჩუნების შესახებ. გავიმეორებ: უცებ გადაწყვიტეთ და ეჭვი არ შეგეპაროთ, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება. მეორე, უთხარით თქვენს თავს, რომ გოლს გაიტანთ. გაიმეორეთ ათასჯერ, სანამ პენალტს არ გაიტანთ. არ იღელვოთ და გადაწყვეტილება არ შეცვალოთ".

გვარდიოლა VS მოურინიო: დაპირისპირების ისტორია


ამ ინსტრუქციამ გაამართლა. "ბაიერნი" სუპერთასს დაუეფლა, გვარდიოლამ კი თავის დიდი ხნის მტერზე გამარჯვება მოიპოვა. მოურინიომ განაცხადა: "უკეთესმა გუნდმა წააგო. მათ ხომ უბრალოდ ერთი პენალტით მეტი გამოიყენეს".

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა მოურინიოს გვარდიოლას წინააღმდეგ ცუდი სტატისტიკის შესახებ ჰკითხეს: მან მხოლოდ 3 მატჩი მოიგო ჩატარებული 16-დან.

"თქვენი სტატისტიკა მცდარია. შეხედეთ: "ინტერთან" ერთად იგი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დავამარცხე. ესპანეთის თასის ფინალი მე მოვიგე. მევე გავხდი ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული. მე ვიყავი ესპანეთის ჩემპიონი. მე მოვიგე ბარსელონაში ტიტულის ბედის გადამწყვეტი მატჩი".

როცა მოურინიოს სტატისტიკა შეუსწორეს, მან უპასუხა: "არ ვიცი, შეიძლება, მართალიც ხართ, მე კი ვცდები. ეს არ მაღელვებს. ეს სულერთია".

სულ ცოტა დარჩა იმის გაგებამდე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის პირადი დაპირისპირება მანჩესტერში მუშაობის დროს, მითუმეტეს 2016/17 წლების სეზონის ურთიერთშეხვედრებში. ჩინეთში 26 ივლისს გასამართი "ამხანაგური" მატჩი უფრო მეტ ინტერესს გვპირდება როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ავტორი: პიტერ სმიტი
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
10 ივნისი 2016 03:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Joze :-* :-*
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივნისი 2016 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია აქ რასიზამს
0
№13
ავტორი: hemi
10 ივნისი 2016 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ფაქტია პეპი ლიდერობს დაპირისპირებაში მარა ახლა შეიცვლება ეგ ყველაფერი ჟოზე პრემიერ ლიგაში გამოცდილია კი არა მასტერია უკვე და თან სიტი არც არასდროს ყოფილა ჩვენი სადარდებელი ერთხელ გვქონდა დიდი ჩავარდნა მაგათ რო მოუ***ნ თორე ასე ეგენი ვინ მიგდია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top