"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბორდოს" ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელით, ადამ ოუნასით ინტერესდება.
ინგლისელები უკვე დაუკავშირდნენ 19 წლის შემტევ ნახევარმცველს და მზად არიან, იგი ზაფხულში "ოლდ ტრაფორდის" ახალწვეული გახადონ.
საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელმა აწ უკვე დასრულებულ სეზონში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამეთუ 28 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, ხოლო მისი გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა.
"იუნაიტედის" სკაუტები ოუნასს დიდი ხანია აკვირდებიან და მის წარმომადგენლებს ფეხბურთელის ხელმისაწვდომობის თაობაზე მიმართეს.
კლუბში მიაჩნიათ, რომ ადამი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და მის შეძენას სწორედ ამ მიზეზით ცდილობენ. ფრანგს კი მოქმედი კონტრაქტი 2019 წელს ეწურება.