თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2016, 08:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2922,
კომენტარები: 13
ინფორმაცია რუნის მატჩის შესახებ
რუნის საპატივცემულო მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება.
ინფორმაცია რუნის მატჩის შესახებ
უეინ რუნის საპატივცემულო მატჩი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ევერტონს" შორის 3 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 სთ-ზე გაიმართება, გააგრძელებს წლის საქველმოქმედო მატჩების ნუსხას და მასზე შემოსული თანხა, რომელიც წინასწარი გამოთვლებით 5 მილიონი ფუნტი იქნება, მზრუნველობა მოკლებულ და უნარშეზღუდულ ბავშვებს მოხმარდება.

ამ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, პირველად იხილონ ჟოზე მოურინიოს გუნდი საკუთარ სტადიონზე, რომელიც უკვე მეორე წელია მასპინძლობს წინასასეზონო მატჩებს. ინგლისის თასი, რომელიც "წითლებმა" მე-12-ჯერ მოიგეს, სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე იქნება წარდგენილი.

უეინის შესახებ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: "უეინი არის და ათწლეულის განმავლობაში იყო ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი და მისი თამაში ასახავს ყველაფერს, რასაც მან მიაღწია. მოუთმენლად ველი ჩვენ ორივესთვის განსაკუთრებულ საღამოს. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები ამ დასამახსოვრებელ შემთხვევაში მხარს დაუჭერენ და უეინი ბევრ ფულს შეაგროვებს, რათა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დაეხმაროს".

საპატივცემულო მატჩის მთელი პროცესი, რომელიც "იუნაიტედში" რუნის ყოფნის 12 წელს ეძღვნება, ახალდაარსებული "უეინ რუნის ფონდის" მიერ იქნება გატარებული და საქველმოქმედო აქცია ოთხ არჩეულ ადრესატს გადაეცემა: NSPCC, Claire House Children's Hospice, Alder Hey Children's Hospital და the Manchester United Foundation.

თითოეული მათგანი შეირჩა ორგანიზაციებისადმი რუნის პირადი დამოკიდებულებისა და მათ მიერ დახმარებული ბავშვების გამო. შეგროვილი ფული ორგანიზაციებს გადაეცემა იმისათვის, რომ ბავშვთა თაობებს ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების საკითხებში მოხმარდეს.

უეინ რუნიმ თავისი საპატივცემულო მატჩის შესახებ განაცხადა: "ჩემთვის ამაზე უფრო საპატივცემულო მატჩი ვერ იქნება. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ევერტონი" ორადორი კლუბია, რომლებშიც ჩემი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მითამაშია. ახლა სიხარულით ვიტყვი, რომ რაც უნდა მოხდეს მომავალში, პრემიერ ლიგის სხვა გუნდში არასდროს გადავალ.

"იუნაიტედისა" და "ევერტონის" მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ფეხბურთი მომცეს. "უეინ რუნის ფონდის" დახმარებით მათთვის ამაგის გადახდას ვცდილობ და ამავდროულად გულით ვუხდი მადლობას ყველას, ვინც ამ კლუბებში გატარებული კარიერის განმავლობაში მეხმარებოდნენ.

"ევერტონი" და "იუნაიტედი" ჩემს ოჯახთან ერთად მხარს მიჭერდნენ და ჩემი ოცნებებისა და მიზნების მიღწევაში მეხმარებოდნენ. მე ახალგაზრდა ოჯახი მაქვს, რაც მეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სიყვარულისა და მხარდაჭერის გარემოცვაში გაზრდა, რათა პოტენციალის სრულად გამოავლინო.

იმედი მაქვს, "უეინ რუნის ფონდი" და ქველმოქმედი პარტნიორები ოჯახისგან მიტოვებულ უნარშეძღუდული ბავშვების სიცოცხლეს შთაგონებას მისცემენ და გააუმჯობესებენ, ჯანმრთელობის, სოციალური და განათლების უზრუნველყოფით".

ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
9 ივნისი 2016 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
აიი ადამიანიი ძმაოო... ესეთ ხალხს უნდა ქონდეს ვინც იცის როგორ დახარჯოს სწორად, მაგრად გამისწორდა love am
0
№12
ავტორი: gela-manchesteri
9 ივნისი 2016 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№13
ავტორი: kantona-7
9 ივნისი 2016 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რუნი შეყველაზე მაგარო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top