"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბასთვის ბრძოლაში ლიდერობს, რადგანაც "მანჩესტერ სიტიმ" ფრანგის შეძენა არ ისურვა - იტყობინება The Guardian.
პეპ გვარდიოლა "ეტიჰად სტედიუმზე" გარდაქმნების მოწყობის პერიოდში პოგბას შეძენას არ აპირებს, ჟოზე მოურინიო კი "იუვენტუსის" ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია.
მოურინიო პოგბას შეძენას შარშან "ჩელსიში" ყოფნის დროსაც ცდილობდა, ახლა კი ედ ვუდვორდს სთხოვა, ფრანგი "იუნაიტედში" დააბრუნოს.
მოსალოდნელია, რომ პოგბა "იუნაიტედს" 65 მილიონი ფუნტი დაუჯდება, რაც ანხელ დი მარიას შეძენის შემდეგ რეკორდული თანხა იქნება.