ჰოლანდიელმა ახალგაზრდამ, ტაჰიტ ჩონგმა გამოაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.
16 წლის ფეხბურთელი "წითლების" აკადემიას ზაფხულში, "ფეიენოორდის" დატოვების შემდეგ შეუერთდება. ჰოლანდიურ გრანდში იგი 10 წლის ასაკიდან თამაშობს.
ტაჰიტმა ახალ კლუბში გადასვლა ინსტრაგრამზე გამოაცხადა, მოგვიანებით კი თვითერზეც გამოაქვეყნა პოსტი.
ჩონგი, რომელსაც წინ ან ნახევარდაცვაში შეუძლია თამაში, ნიკი ბატის აკადემიის ერთ-ერთი პირველი ახალწვეული იქნება იმ მრავალთა შორის, რომელთა შეძენას "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი გეგმავს.