თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2016, 20:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3700,
კომენტარები: 11
პროფილი: ერიკ ბაიის გზა "იუნაიტედამდე"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის გზა "ოლდ ტრაფორდამდე".
პროფილი: ერიკ ბაიის გზა
ერიკ ბაიის ტრანსფერი "ვილიარეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე დასრულდა. კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი "ვილიარეალის" რიგებში შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა, ახლა კი 22 წლის მცველს იგივეს გაკეთება ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით "ოლდ ტრაფორდზე" მოუწევს.

იმისათვის, რომ ახლოს გავიცნოთ "იუნაიტედის" ახალწვეული, გთავაზობთ მის შესახებ ცნობებს.

დასაწყისი

ბაიი დაიბადა ბინგერვილში, კოტ დ'ივუარში, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, უილფრიდ ბონის სამშობლოში და წარმატებით მოასპარეზე ფეხბურთელი ესპანურმა გუნდმა, "ესპანიოლმა" შეამჩნია ბურკინა ფასოში ჩატარებული ახალგაზრდული ტურნირის დროს. კატალონიურმა კლუბმა იგი 2011 წლის დეკემბერში შეიძინა და 17 წლის ფეხბურთელი ახალგაზრდულ სისტემაში ჩანერგა, მაგრამ 10 თვის შემდეგ საზღვარგარეთ თამაშის ნებართვა მიიღო.

როგორც კი მისი საბუთები ესპანეთში ჩავიდა, მან მაშინვე მიიღო "ესპანიოლის" B გუნდში თამაშის საშუალება და იქ ერიკ ბერტრანდის სახელით თამაშობდა, სანამ დედამისის გვარის, ბაიის გამოყენებას გადაწყვეტდა. ერიკმა პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელს, სერხიო გონსალესს თავი მოაწონა და მანაც თავისი გუნდის რიგებში ათამაშა, როცა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში შეიყვანა, ამის შემდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და "ვილიარეალთან" ფრედ დასრულებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა. სწორედ "ვილიარეალი" აღმოჩნდა ბაილის მომდევნო გუნდი.

"ვილიარეალში" გადასვლა

2015 წლის იანვარში ბაიი 4.4 მილიონ ფუნტად "ვილიარეალში" გაბრიელ პაულისტას შემცვლელად გადავიდა. ცნობილი იყო, რომ "ესპანიოლს" არ სურდა თავისი ახალგაზრდა შეგირდის გაყიდვა, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგანაც ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა.

სანაკრებო წარმატება

ბაიის პირველი დიდი ტრანსფერი 2015 წლის აფრიკის ერთა თასის გათამაშების მიმდინარეობისას შედგა. ტურნირი ეკუატორიის გუინეაში ჩატარდა, სადაც "სპილოების" რიგებში ბაილიმ 6 მატჩი ჩაატარა და განას ნაკრების წინააღმდედ ფინალშიც ითამაშა. იმ შეხვედრის ძირითადი დრო 0-0 ანგარიშით დასრულდა, პენალტების სერიაში კი მეცხრე სერიაზე სწორედ ბაილი მივიდა ნიშნულთან და მეტოქის კარი აიღო. კოტ დ'ივუარელთა კიდევ ორი გოლის შემდეგ ბაილი და მისი თანაგუნდელები აფრიკის ჩემპიონები გახდნენ.

პროგრესი "ეშტადიო ელ მადრიგალზე"

მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი მოხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ნელა ხდებოდა, რამეთუ მან მატეო მუსაკიოსთან, ვიქტორ რუიზთან და დანიელე ბონერასთან კონკურენციის გაწევისას მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა ივნისიდან მაისამდე, იგი სასტარტო შემადგენლობის რეგულარული კანდიდატი გახდა 2015/16 წლების სეზონში. ეს სეზონი მისთვის ნამდვილად დიდებული გამოდგა, რამეთუ 25 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც სეზონში სულ 35 გოლი გაუშვა, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" კი ჩემპიონთა ლიგაზე გააღწია.

ბაიი ევროპის ლიგაზეც ასპარეზობდა "ვილიარეალის" რიგებში და შვიდი მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ერთი ნახევარფინალში "ლივერპულთან" მატჩზე მოდის. ტრავმამ მას საშუალება არ მისცა "ენფილდზე" იურგენ კლოპის გუნდს საპასუხო შეხვედრაში დაპირისპირებოდა, ფინალში კი ვერ ითამაშა, რადგან შვეიცარიაში ინგლისელები ჩავიდნენ.

მომავალი

"იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ბაილი ნათელი მომავლის მქონე ფეხბურთელად ითვლება, ჟოზე მოურინიოს კი ამაში ნამდვილად არ ეპარება ეჭვი. მისთვის ცენტრალური მცველის როლი უფრო მისაღებია, მაგრამ ერიკს მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში. ასეა თუ ისე, საოცარი პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის.

წყარო: manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Old Red Devil
9 ივნისი 2016 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მგონი პირველი აფრიკელია, კოტ დივუარელი მაინც, რომელიც მანჩესტერში მოხვდა. ეხლა ფორჩუნებს და ჯემბა ჯემბებს და დიუფებს ნუ იტყვით. გუნდში აფრიკელებს მაინც და მაინც არ უმართლებთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top