ერიკ ბაილი "მანჩესტერ იუნაიტედის" თითოეული გულშემატკივარისთვის აქტუალური თემა გახდა მას შემდეგ, რაც იგი "ოლდ ტრაფორდის" ახალწვეული გახდა.
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ 22 წლის ფეხბურთელს აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და "წითლების" გულშემატკივრების მოუთმენლად ელიან მისი თამაშის ხილვას.
იმისათვის, რომ თქვენი მწირი ცოდნა ბაიის შესახებ ოდნავ განვავრცოთ, გთავახობთ ხუთ ფაქტს ფეხბურთელის შესახებ, რომელიც მეხუთე აფრიკელი მოთამაშე გახდა "იუნაიტედის" ისტორიაში. ხუთი ფაქტი ერიკ ბაილის შესახებ:
1) ბაილი დაიბადა ბინგერვილში, კოტ დ'ივუარში, საიდანაც ასევე "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი უილფრიდ ბონია წარმოშობილი.
2) "ესპანიოლს" 2011 წელს ერიკ ბერტრანდის სახელით შეუერთდა, მაგრამ მოგვიანებით დედის გვარით შეიცვალა და ბაილი გახდა.
3) ბაილი "ვილიარეალში" 2015 წლის იანვარში გადავიდა, როგორც "არსენალის" იმ დროინდელი ახალწვეულის, გაბრიელ პაულისტას შემცვლელი.
4) ერიკმა 2015 წელს აფრიკის ერთა თასი მოიგო და ფინალურ მატჩში პენალტების სერიაში განას გაუტანა.
5) 6 ფუთისა და 1 ინჩის სიმაღლის მცველი თავისი სტილით არის ცნობილი, მაგრამ ის მარჯვენა მცველადაც თამაშობს.