"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ადიდასმა" კლუბის ახალი ოფიციალური სავარჯიშო ფორმა წარადგინეს მომდევნო სეზონისთვის. ამ მაისურებს ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელები 2016/17 წლების სეზონის პირველ ნახევარში მოირგებენ.
მუქი ლურჯი მაისური, რომელზეც დატანილია "იუნაიტედის" პარტნიორის ლოგო, ოფიციალურად 1 ივლისს იქნება წარდგენილი, მაგრამ გულშემატკივრებს მისი შეძენა უკვე შეუძლიათ United Direct-ის საშუალებით.
"წითლები" აღნიშნულ მაისურებს საზაფხულო სანაკრებო მატჩების შემდეგ ივლისში ატარებენ და ასევე წინასასეზონო ტურნეზეც მისით წარდგებიან.