ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც პრესა "მანჩესტერ იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებს, ჟურნალისტებს კიდევ ერთი საფიქრალი თემა მისცა და განაცხადა, რომ სამშაბათს დიდ განცხადებას გააკეთებდა.
"შვიდ ივნისს დიდ განცხადებას გავაკეთებ. ეს იქნება ზაფხულის ყველაზე დიდი "ბომბი","-ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Manchester Evening News.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა შვედის ამ განცხადებას ახალი კლუბის ასონსს უკავშირებს, შეიძლება ეს ასე არ იყოს და ზლატანმა პრესკონფერენცია ახალ სპორტულ ბრენდ, A-Z-სთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადოს.
ზლატანის პრეზენტაცია გაიმართება 7 ივნისს. სარეკლამო კომპანიის გამო, შვედი სუპერვარსკვლავი ასევე Facebook-ის საშუალებით გულშემატკივრებს პირდაპირი ეთერითაც მიმართავს.