პრემიერ ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება "იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ მიიღო. რობინი შესანიშნავად ასპარეზობდა "წითლების" რიგებში და საბოლოო ჯამში პრემიერ ლიგაში 16 გოლის გატანა შეძლო, შესაბამისად ბომბარდირთა სიაშიც პირველ ადგილი დაიკავა. გამოკითხვის შედეგად პირველი და მეორე ადგილები "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა - რობინ ვან პერსიმ და პატრის ევრამ დაიკავეს. "ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო, დეკემბერი ყოველთვის ძნელად გადასალახი თვეა თუმცა ჩვენ ეს შევძელით და იმედია ასე გავაგრძელებთ." - განაცხადა ჰოლანდიელმა.