თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2016, 18:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2787,
კომენტარები: 18
დე ხეამ "იუნაიტედში" დარჩენის სურვილი გამოთქვა
დავიდ დე ხეა არსად წასვლას არ აპირებს.
დე ხეამ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობა სურს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ესპანელს "რეალში" გადასვლა შეეძლო, მაგრამ საბუთების მოუგვარებლობის გამო ტრანსფერი არ შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ დე ხეამ "იუნაიტედთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლისგანაც ერთი წელი უკვე ამოწურა, მადრიდში დაბრუნებას მაინც უწინასწარმეტყველებენ. თავად მეკარემ კი ამ პროგნოზს თავისი არგუმენტით უპასუხა.

პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ თუ ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩებოდა, დე ხეა კლუბს დატოვებდა, მაგრამ მოვლენები შეიცვალა. პირველი - "იუნაიტედმა" მწვრთნელი შეცვალა, მეორე - "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, კეილორ ნავასის უარყოფას არ აპირებს.

რაც შეეხება თავად დე ხეას პოზიციას, მან აღიარა, რომ "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას არ სურს.

"მოურინიოსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფილოსოფია იდეალურად ესადაგება ერთმანეთს. ის გამარჯვებულად არის დაბადებული და ვფიქრობ, მისი ხელმძღვანელობით შესანიშნავი გუნდი გავხდებით.

მოქმედი კონტრაქტით სამი წელი მრჩება და "იუნაიტედისთვის" ტიტულების მოტანის სურვილი არ გამქრობია. ამ კლუბის წინაშე ყოველთვის სერიოზული მიზნები იდგა და მინდა, რომ ინგლისის თასი მომავალი წარმატების საფუძველად იქცეს",
- განაცხადა მეკარემ.

წყარო: skysports
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Lady in red
3 ივნისი 2016 20:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ძალიან მიხარია ჩვენი დათუკა თუ რჩება და ვატყობ ძალიან კარგი სეზონი გველის წინ
0
№12
ავტორი: kantona-7
3 ივნისი 2016 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დევიდ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: stepno
4 ივნისი 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეე 3წლის მერეე უეჭველი წავა ან 2 წლის მერეე sad sad
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
4 ივნისი 2016 00:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მსგავსი სიტყვები არაფერს ცვლის... ვნახოთ, იმედია დარჩება
0
№15
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ივნისი 2016 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
3 წელი კი არა, იუნაიტედთან მთელი ცხოვრება გაკავშირებს დავით და არ დაიწყო ეხლა უაზრო ოცნებები. ყველამ იცის, რომ მოუ ძალიან სერიოზულ გუნდს ჩამოაყალიბებს და ამ გუნდში ერთ-ერთი მთავარი იარაღი რა თქმა უნდა შენ უნდა იყო winked
0
№16
ავტორი: leluk
4 ივნისი 2016 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
სხვათაშორის ყველაზე მეტად ის მომწონდა ამისი რომ შარშან ერთი კომენტარიიც კიარ გაუკეთებია წასვლა გადასვლაზე, ბოლომდე ელოდებოდა მოვლენების განვითარებას. თავშეკავებული ტიპია და ძააან კარგიი
0
№17
ავტორი: de gea1
4 ივნისი 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
უმაგრესია მაურინიოსთან ვინ არ დარჩება ტიპი იმენა პოტენციური თასია wink
0
№18
ავტორი: Esi
4 ივნისი 2016 15:33
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
იმედია მაურინიო ჩემპიონთა ლიგის თასს დადებს და ეს მერე არც წავა არსად love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top