ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ საქმეს უკვე შეუდგა და მან 18 წლის მარკუს რეშფორდს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. თუმცა ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი კი შაბათს მილანში "სან სიროზე" იმყოფებოდა, სადაც კლუბის სამიზნეებს კარიმ ბენზემასა და საულ ნიგესს აკვირდებოდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ.
გარდა ზემოხსენებული ფეხბურთელებისა, "იუნაიტედს" უკავშირებენ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება, ალვარო მორატას, რომელსაც სადებიუტო შეხვედრა სწორედ მოურინიოს ხელმძღანელობით ჰქონდა და პიერ ემერიკ ობამეიანგს, რომელიც "ბორუსიას" ტოვებს.
მალე "იუნაიტედი" გამოაცხადებს, რომ 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა რეშფორდს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება კლუბისთვის. მოურინიოს თავდასხმის ხაზში უფრო მეტი ფეხბურთელი სჭირდება.
სწორედ ამისთვის ჩავიდა ედ ვუდვორდი იტალიაში, სადაც საფეხბურთო აგენტებს შეხვდა.