ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელი შტაბის წევრად რიო ფერდინანდის კანდიდატურას განიხილავს.
პორტუგალიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალის შემცვლელად დაინიშნა და მასთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" ასისტენტებად რუი ფარიასა და სილვინო ლოუროს მიყვანას აპირებს. თუმცა ჟოზეს "იუნაიტედის" სტრუქტურის კარგი მცოდნე სჭირდება და ასეთ ადამიანად რიო ფერდინანდს მიიჩნევს.
რა თქმა უნდა, რაიან გიგზის სახით მას საუკეთესო ვარიანტი ჰქონდა და უელსელი უკვე შედიოდა ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიგზი. როგორც მოსალოდნელია, ის კლუბს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ფერდინანდმა, რომელიც ორჯერ გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი, "იუნაიტედში" 12 სეზონი გაატარა.