"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის თასის მოგება არ დაუმსახურებია, რადგანაც მას შემდეგ ლუი ვან გაალს არასწორად მოექცა.
მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალსა და კუმანს არც ისეთი კარგი ურთიერთობა აქვთ, "წმინდანების" მთავარი მწვრთნელი თანამემამულეს გამოექომაგა და უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ "იუნაიტედი" ვან გაალს უსამართლოდ მოექცა.
"ლუისა და ჟოზე მოურინიოს პროცესს თვალს ვადევნებდი. თუ მას ინგლისის თასის ფინალამდე არ აცნობეს გაძევების შესახებ, ესე იგი, "მანჩესტერ იუნაიტედს" ეს გამარჯვება არ დაუმსახურებია მწვრთნელთან ასეთი მოქცევის გამო.
თუკი ფეხბურთში გარკვეული დრო გაგიტარებიათ, შესანიშნავად გეცოდინებათ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ერთ დღეში არ მიიღება. ლუის უდიდესი ზეწოლის ქვეშ უხდებოდა მუშაობა და ამიტომაც ვარ მისით აღფრთოვანებული. მთელი ამ თვეების განმავლობაში დიდებულ თავშეკავებას ავლენდა", - განაცხადა კუმანმა.