"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა საინტერესო სტატისტიკა წარადგინა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა საინტერესო სტატისტიკა წარადგინა, სადაც ჩანს ის, თუ ვინ არიან კლუბის ყველაზე სწრაფი მოთამაშეები 2015/16 წლის სეზონის მიხედვით.
manutd.com-ის თქმით, კლუბის ყველაზე სწრაფი მოთამაშეების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება:
1 -
ენტონი მარსიალი - ენტონიმ 2016 წლის იანვარში "იუნაიტედისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირების დროს (3-3) შეძლო და განავითარა
35.25 კმ/სთ სიჩქარე, რაც კლუბში საუკეთესო შედეგია.
2 -
მარკუს რეშფორდი - ინგლისელმა ტალანტმა, მარკუს რეშფორდმა, "კრისტალ პალასთან" დაპირისპირების დროს (2-0)
34.83 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო.
3 -
ლუკ შოუ - "იუნაიტედის" მარცხენა განაპირმა მცველმა, შოუმ, "სოუნსისთან" დაპირისპირების დროს
34.66 კმ/სთ განავითარა.
4 -
ლუკ შოუ - არ გეგონოთ, რომ ბეჭვდის დროს შეცდომა მომივიდა, დიახ, ლუკ შოუმ მართლაც მოახერხა ტოპ ხუთეულში ორი ადგილის დაკავება, რადგან მან "ტოტენჰემთან" დაპირისპირების დროს "ოლდ ტრაფორდზე"
34.59 კმ/სთ განავითარა.
5 -
კრის სმოლინგი - და ბოლოს, ყველას გასაკვირად, კრის სმოლინგმა, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა,შეძლო და მოახერხა
34.47 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, რაც ვფიქრობ, რომ ცენტრალური მცველისთვის შესანიშნავი შედეგია.
წყარო:
manutd.com