ჟოზე მოურინიოს საზაფხულო გეგმა.
ჟოზე მოურინიოს სადებიუტო პოსტი "ინსტაგრამზე" თითქმის ისეთივე ამაღელვებელი იყო, როგორც მარკუს რეშფორდის თამაში "მიდტიულანდის" წინააღმდეგ და შესაძლოა, პირველი მათგანის მომავალი ისეთივე ნათელი გამოდგეს, როგორიც მეორის.
შაბათს დილით მოურინიომ დაპოსტა სურათი, რომელშიც ნაჩვენებია წითელი საქაღალდე ლამინირებული ფურცლით, რომელზეც გამოსახულია "იუნაიტედის"ლოგო და სათაური: "ზაფხული ევრო 2016-თან და კოპა ამერიკასთან ერთად".
ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი აწ უკვე თავისი შეგირდების სანაკრებო მატჩებს დაესწრება.
კრის სმოლინგი, უეინ რუნი და პარასკევის შემდეგ უკვე მარკუს რეშფორდიც შედიან ინგლისის ნაკრების გეგმებში. დავიდ დე ხეა, მატეო დარმიანი, მარუან ფელაინი და ენტონი მარსიალი თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ, პედი მაკნეირი ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში მოიაზრება და ასევე ბასტიან შვაინშტაიგერიც შეიძლება ვიხილოთ გერმანელთა მაისურით.
სამხრეთ ამერიკას რაც შეეხება, მარკოს როხო და სერხიო რომერო არგენტინის ნაკრებში ითამაშებენ კოპა ამერიკაზე, ხოლო ანტონიო ვალენსია ეკვადორს წარმოადგენს.
წყარო:
M.E.N.