ლონდონის "არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრი ურჩევს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, რომ დაეყრდნოს ახალგაზრდა თავდამსხმელს, მარკუს რეშფორდს.
გულშემატკივართა მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალ მწვრთნელად მოურინიო დაენიშნათ. თუმცა ბევრს ეშინია იმ ფაქტის რომ, პორტუგალიელი ხშირად არ ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. შესაბამისად, მან შეიძლება რეშფორდსა და აკადემიაში აღზრდილ ფეხბურთელებზე არ გააკეთოს აქცენტი.
თუმცა, ანრი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიო დააფასებს მარკუსის თამაშის ხარისხსა და მონდომებას.
"მოურინიო უნდა ენდობოდეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და შეინახოს ისინი ძირითადი გუნდისთვის. მას არ შეუძლია უარი თქვას მარკუს რეშფორდზე, რადგან ამ სეზონში მან ძალიან კარგად ითამაშა."
"მე ვიცი, ამბობენ, რომ მოურინიოს გუნდში თამაში მოსაწყენია, მაგრამ როდესაც ის "რეალს" წვრთნიდა, მათ გაიტანეს ძალიან კარგი გოლები და ერთ-ერთი გამორჩეული ბარსელონას" წინააღმდეგ იყო. ისინი ძალიან განსხვავდებულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ",