ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მარკუს რეშფორდის შანსებზე ისაუბრა.
გუშინ ინგლისსა და ავტრალიას შორის შედგა ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ფორვარდმა. რეშფორდმა სადებიუტო შეხვედრაში მესამე წუთზე გაიტანა გოლი, რის გამოც ჰოჯსონი აღიარებს, რომ ფეხბურთელის დატოვება განაცხადს მიღმა ძალიან გაუჭირდება.
"აი მესმის დებიუტი. მიხარია. ვფიქრობ, თავი კარგად გაართვა. თუმცა არ ვარ გაკვირვებული მისი თამაშით. ყოველთვის იყო მათ შორის, ვინც საბოლოო განაცხადში მოხვედრაზე აცხადებდა პრეტენზიას და დღეს ნამდვილად არ შეუმცირებია ჩვენთან მოხვედრის შანსები.
მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება. 23-კაციან განაცხადში მოხვედრის პრეტენდენტი რომ არ ყოფილიყო, 26-კაციან განაცხადში ვერც კი მოხვდებოდა. მოდით, ვნახოთ... განაცხადის დასასახელებლად დრო სამშაბათამდე მაქვს, მაგრამ არა მგონია, ვინმეს განაცხადი დარჩენილიყო მის გარეშე", - განაცხადა ჰოჯსონმა.