ტიერი ანრიმ "მანჩესტერ იუნაიტედს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებაში მხარი დაუჭირა.
შვედი ფეხბურთელი 30 ივნისს "პარი სენ-ჟერმენს" საბოლოოდ დატოვებს, მისი გადაბირება კი "იუნაიტედს" სურს.
ტიერი ანრი ამ გადაწყვეტილებას იწონებს და ფიქრობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც "ბარსელონაში" თამაშობდა, პრემიერ ლიგაში წარმატებულად იასპარეზებს.
"ჩემთვის არ არსებობს უფრო ჭკვიანური რამ, ვიდრე იბრაჰიმოვიჩის გადაბირება. მასთან ერთად მითამაშია, დიდებული ადამიანია, პროფესიონალი და სასაცილო.
როცა მოედანზე გადის, ნამდვილი ცხოველია, მაგრამ მის ფარგლებს გარეთ ნამდვილი კლასი. მის შესახებ ცუდს ვერაფერს ვიტყვი და ვფიქრობ, პრემიერ ლიგასა და "იუნაიტედში" წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა ფრანგმა.