მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა თავოს ყოფილ კლუბზე, რომელიც ბოლო პერიოდში სერიზოულ რეგრესს განიცდის.
სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩამოყალიბდა კრიშტიანუ მსოფლიო დონის ფეხბურთელად და სწორედ ამ კლუბის მაისურით მიაღწია პირველ დიდ წარმატებებს.
"მოურინიოს დანიშვნა "მანჩესტერ იუნაიტედში"? ვფიქრობ, რომ ეს კარგი სიახლეა. თუ ეს თავად "იუნაიტედის" დიდი სურვილი იყო, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო კარგია.
იმედი მაქვს, "მანჩესტერი" დაიბრუნებს მოწინავე პოზიციებს, რადგან ეს დიდი კლუბია. ბოლო პერიოდში ამ გუნდს აკლდა თავისი ჩვეული სტილი. ჩემთვის მტკივნეული იყო ასეთი "იუნაიტედის" ყურება, რადგან ეს არის კლუბი, რომელსაც სამუდამოდ აქვს დამკვიდრებული ადგილი ჩემს გულში. დიდი იმედი მაქვს, რომ მოურინიო ამ გუნდს დააბრუნებს მწვერვალზე", – განაცხადა რონალდომ.