Sky Sport Italia იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" მცველის, კოსტას მანოლასის აგენტთან მოლაპარაკებებს მართავს.
ჟოზე მოურინიო 24 წლის ფეხბურთელს "იუნაიტედის" დაცვის გასამაგრებლად გამოიყენებს და ამ მიზნის განსახორციელებლად კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის წარმომადგენლებს.
მანოლასისადმი ინტერესს "ჩელსიც" იჩენს მაგრამ მასში 30 მლნ. ფუნტის გადახდას არ აპირებს. "იუნაიტედი" კი ორი კვირაა აწარმოებს მოლაპარაკებებს და დასრულების ეტაპზეა.
კოსტასი "ოლიმპიაკოსის" ყოფილი ფეხბურთელია და ბერძნებმა მისი "რომასთვის" მიყიდვისას გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იტალიელებს ფეხბურთელში სამომავლოდ აღებული თანხის ნახევარი "ოლიმპიაკოსისთვის" უნდა გადაეცადა.
Sky Sport Italia კი ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რომა" მანოლასს იჯარის წესით გაუშვებს და კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტსაც შეიტანს, ზემოაღნიშნული შეთანხმება გაუქმდება და "რომა" სრულ თანხას მიიღებს. გამომდინარე აქიდან, ტრანსფერი შეიძლება შეფერხდეს.