26-05-2016, 14:44
ნანახია: 2775,
კომენტარები: 17
მოურინიოს ვილიანი სურს
"ჩელსის" ფეხბურთელი ყოფილი მწვრთნელის რადარზე.
The Sun-ი იტყობინება, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ვილიანის შეძენა სურს.
53 წლის სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" ვან გაალის შემცვლელად მიიჩნევა და მას უკვე აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის შეიძენს თავის ახალ კლუბში.
სასურველ კანდიდატთა სიაში კი შედის ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ვილიანი.
ვილიანი, რომელიც "ჩელსიმ" მახაჩკალის "ანჟიდან" 2013 წელს 30 მლნ. ფუნტად შეიძინა, "ჩელსის" საუკეთესო ფეხუბურთელად დასახელდა მიმდინარე წელს.
ბრაზილიელს მართლაც კარგი სეზონი ჰქონდა და "ლურჯების" წარუმატებლობის ფონზე ის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო გუნდში.
ახლა კი მან შეიძლება კლუბი შეიცვალოს და თავის ყოფილ ბოსს "იუნაიტედში" შეუერთდეს. ტრანსფერი "წითლებს" დაახლოებით 60 მლნ. ფუნტი დაუჯდებათ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.