თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 10:59
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2470,
კომენტარები: 11
ტევეზი და სილვა საჩემპიონო ორთაბრძოლებზე.
არგენტინელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ რობერტო მანჩინის – რობინ ვან პერსის შექებამ "სიტის" თავდამსხმელებს მოტივაცია შემატა...
ტევეზი და სილვა საჩემპიონო ორთაბრძოლებზე.
ცოტა ხნის წინ, რობერტო მანჩინიმ გამოხატა სინანული, იმიტომ რომ, ვერ მოახერხა რობინ ვან პერსის გადაბირება საკუთარ გუნდში. მისი აზრით, ჰოლანდიელის თამაშმა მოახდინა ზეგავლენა, სატურნირო ცხრილში მდგომარეობაზე, ორ, მანესტერულ კლუბს შორის. ტევეზმა განაცხადა: "ამ სიტყვებმა, ძალიან იმოქმედა ჩვენზე და კარგი მოტივაციაც მივიღეთ. ვცდილობ, რომ კლუბს მოვაგებინო პრემიერ ლიგა და ინგლისის ფა თასი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას." – განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა bbc.co.uk–თან.

ტევეზი თვლის, რომ მის გუნდას აქვს შესანიშნავი შანსი, რათა დაეწიოს "იუნაიტედს" სატურნირო ცხრილში: "საკმარისია "იუნაიტედმა" ერთი მატჩი წააგოს, რომ ჩვენ მაშინვე მივუახლოვდებით მათ. ისინი ამას, ყოველთვის ითვალისწინებენ. ვიცით, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ. წინა წელს "იუნაიტედმა", სეზონის ბოლოს ძალიან ბევრი ქულები დაკარგა და ამიტომაც გავხდით ჩემპიონები."

დავიდ სილვამ განაცხადა, რომ მისი გუნდი "იუნაიტედთან" დაწევას თებერვლის ბოლოს მოახერხებს: "ეს არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ ჩვენი დავალება იმაში შედგება, რომ დავეწიოთ "იუნაიტედს" თებერვლის ბოლოს. ამ სეზონში, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ახლა გვსურს, რომ ჩვენი ძალების კონცენტრაცია მოვახდინოთ და პრემიერ ლიგაში გამარჯვება ჩვენს გულშემატკივრებს მვუძღვნათ. ჩვენ უნდა, გავუმკლავდეთ ყველა სირთულეს და დავამტკიცოთ, რომ "სიტის" ყველაზე ძლიერი კლუბია მთელს ინგლისში. ჩვენ "იუნაიტედს" წინ აღარ გავუშვებთ, სატურნირო ცხრილში."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
11 იანვარი 2013 16:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
წატი თქვენი დედაც :D

სიტი---> 3d_2 <--იუნაიტედი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top