SkySport-ის ექსპერტი, ჯეიმი რედნაპი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთავარი მწვრთნელის განთავისუფლების გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.
"ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების შესაფერისი მომენტი სწორედ ახლა იყო. ბოლო დროს, როგორც თავად იხილედ, "იუნაიტედის" წყურვილი ევროტურნირების საგზურის მოპოვება იყო. გარდა ამისა, გულშემატკივარი არ ყოფილა ენთუზიაზმით განწყობილი ლუი ვან გაალის მიმართ, რამეთუ ჰოლანდიელის ფილოსოფია და მისი სათამაშო სტილი უარყოფით გავლენას ახდენდა მოთამაშეებზე.
არსებობს იმაზე უკეთესი ვარიანტი, ვიდრე ჟოზე მოურინიოა ? - ვფიქრობ, ის არის გამარჯვებული, რასაც მისი კარიერა ადასტურებს. ალბათ, მისი სათამაშო სტილი გულშემატკივარს არ მოსწონს, მაგრამ ეს კლუბს ტიტულს მოუტანს." - განაცხადა ჯეიმი რედნაპმა SkySport-თან ინტერვიუში.