Sky Sports-ის ექსპერტი, ნაილ ქუინი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" "როკ-ენ-როლს" მოუტანს.
"მანჩესტერში მოურინიოს მოსვლა შეიძლება ორი თვალსაზრისით- იმიჯისა და ფეხბურთის ფაქტორით განვიხილოთ. პირველ შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ იგი "ოლდ ტრაფორდზე" "როკ-ენ-როლს" მოიტანს. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში კლუბი ძალიან ინერტული იყო.
ფეხბურთის თვალსაზრისით, ახალი მწვრთნელი, მიუხედავად მისი სახელისა, ყოველთვის რისკს შეიცავს. თუმცა ჟოზემ იცის, თუ როგორ მოუტანოს კლუბს წარმატება, რასაც რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყველა კლუბში აჩვენებდა. მოუტანს თუ არა ჟოზე "იუნაიტედს" წარმატებას? ეს მხოლოდ დროის საკითხია,"-აცხადებს ექსპერტი.