sky sports-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ლონდონში ჩავიდა, რათა ჟოზე მოურინიოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდეს.
მენდეში და ვუდვორდი ლონდონში ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რათა მოურინიოს კონტრაქტის პირობები განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ სატელეფონო ზარის საშუალებით შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ დეტალების გასარკვევად პირისპირი შეხვედრა გახდა საჭირო, რის გამოც მხარეების წარმომადგენლებს ლონდონი უმასპინძლებს.