ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა დავიდ დე ხეას სხვა კლუბში გადასვლაზე ფიქრების გაფანტვაში დაეხმარება.
გასულ კვირას პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელი კიპერი მზად იყო ეფიქრა კლუბის დატოვებაზე თუ ვან გაალი "იუნაიტედში" კიდევ ერთი წლით დარჩებოდა.
მაგრამ ორშაბათს ინგლისელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუი ვან გაალი გაათავისუფლეს, ხოლო მის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს მიყვანა გადაწყდა. Manchester Evening News-ის ცნობით, დე ხეას მომხდარი ფაქტი ახარებს.
25 წლის ესპანელი, რომლის ინტერესებსაც ჟორჟე მენდეში წარმოადგენს (ასევე მოურინიოს აგენტი), უკვე აღარ ფიქრობს კლუბის შეცვლაზე და დიდი სურვილი აქვს მოურინიოსთან მუშაობის.
რაც შეეხება მეორე ესპანელს, ხუან მატას, იგი ვერ ხედავს პრობლემას მოურინიოს დანიშვნაში და იმედოვნებს, რომ მეორე ჯერზე მათი ერთად მუშაობა უკეთესი იქნება.