პოლ სქოულზმა სქაისპორტს "მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ მისცა.
როგორც მოგეხსენებათ, ლუი ვან გაალმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი ჟოზე მოურინიოს მისვლა იგეგმება.
"იმედი მაქვს, მოურინიო შესაფერისი ადამიანია. რამდენიმე წლის წინ ვთქვი, რომ ვან გაალიც შესაფერისი ადამიანი იქნებოდა, მაგრამ ამან არ გაამართლა. ჟოზეს უკვე ნამუშევარი აქვს დიდ კლუბებში და წარმატებასაც მიაღწია. ყველგან, სადაც კი იყო, რაღაც მოიგო, აქაც ამასვე ელიან მისგან.
როგორ უნდა მოიქცეს გიგზი? ეს მოურინიოზეა დამოკიდებული და კიდევ იმაზე, თუ რის გაკეთება სურს გიგზს, ხომ არ სურს იყოს ასისტენტი ისევე, როგორც ვან გაალის დროს იყო. ეს პირადი პრიორიტეტების და რაიანის სურვილის საქმეა. თუ წასვლას და სხვა გუნდის გაწვრთნას ისურვებს, დარწმუნებული ვარ, წარმატებასაც მიაღწევს.
კლუბს თუ დატოვებს, ძალიან სამწუხარო იქნება. გიგზი 20 წელზეა მეტია კლუბშია და მის შესახებ ყველაფერი იცის. იცის, როგორ მუშაობს კლუბი და როგორი სტილის ფეხბურთს ელის. ნამდვილად საწყენი იქნება, თუკი წავა", - განაცხადა ინგლისელმა.