თბილისი:
მანჩესტერი:
25-05-2016, 22:54
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2300,
კომენტარები: 11
ერერა: "დავამტკიცეთ, რომ "იუნაიტედს" ძლიერი სული აქვს"
ანდერ ერერა ინგლისის თასზე მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს.
ერერა:
ანდერ ერერა დარწმუნებულია, რომ ინგლისის თასზე გამარჯვება კლუბს მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს.

"ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამ წარმატებაზე ყველაფრის აგება. თუ გსურთ ააშენოთ წარმატებული გუნდი და დაიწყოთ რაღაცით, ეს უბრალოდ ყველაფერს ამარტივებს. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ინგლისის თასის მფლობელები გავხდით. ეს შესანიშნავი ტურნირია, რომელშიც ყველა გუნდმა თავისი სული უნდა აჩვენოს. ეს "მანჩესტერ იუნაიტედს" ნამდვილად აქვს და ჩვენ ამის დემონსტრირება შევძელით.

ყოველთვის გვჯეროდა, რომ ამ გამარჯვებას მივაღწევდით. მიუხედავად მძიმე პერიოდისა, "იუნაიტედს" ნებისმიერი წარმატების მიღწევის ძალა შესწევს. ჩვენ ვაშენებთ შესანიშნავ გუნდს, რომელშიც კომბინირებულია ახალგაზრდა და გამოცდილი თაობა. მე გუნდური მოთამაშე ვარ და პარტნიორებისგან ბევრის სწავლა შემიძლია. როგორც ვთქვი, მოგებული ტიტული თავდაჯერებულობას შეგვმატებს,"
-ციტირებს ესპანელის სიტყვებს manutd.com.

წყარო: Redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Lee Sharpe
26 მაი 2016 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ამ ბოლო დროს ამან ენის ტლიკინს მოუმატა და თამაშის ხარისხს მოუკლო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top