მენდეში და ვუდვორდი ერთმანეთს არ შეხვედრიან.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოზე მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში და "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ერთმანეთს ლონდონში სამშაბათს უნდა შეხვედროდნენ, რათა მოურინიოს საკითხი განეხიათ, მაგრამ Sky იტყობინება, რომ ისინი უკვე ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან და ეს გააკეთეს ორშაბათს ღამით სატელეფონო საუბრისა და ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ადვოკატებს აცნობეს, რომ კონტრაქტი შეედგინათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშაბათს მენდეშისა და ვუდვორდის პირისპირი შეხვედრა ლონდონში საჭირო აღარ იყო.
Sky ასევე იმასაც იტყობინება, რომ მოლაპარაკებები ადვილად გაიმართა და ძირითადად იმაზე იყო საუბარი, თუ რამდენად ძლიერ სურდა მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა.
ფინანსური ელემენტები მოურინიოს ინტერესის უმთავრეს სფეროს სულაც არ წარმოადგენდა. ნაცვლად ამისა, მას სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ტოპ-კლუბთა სიაში კუთვნილ ადგილს დაუბრუნოს.
გამოცემის ცნობით, მოურინიოს დანიშვნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 48 საათში გავრცელდება.
წყარო:
skysports