მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, რომელმაც ჟოზე მოურინიოს მსგავსად მადრიდის "რეალსა" და "ჩელსიში" იმუშავა, მიაჩნია, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატებულად იმუშავებს.
"ვფიქრობ, კლუბისთვისაც და მოურინიოსთვისაც დიდი გამოწვევაა, რადგანაც მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას პრემიერ ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედს" სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება.
ასევე, არც ვან გაალის ნამუშევარია ცუდი, ფერგიუსონის და ისეთი მოთამაშეების წასვლის შემდეგ, როგორებიც ფერდინანდი, სქოულზი და გიგზი არიან, ადვილი არასდროს არის. გუნდის გარდასაქმნელად მან დიდებული სამუშაო გასწია, მაგრამ ახლა მოურინიოსა და "იუნაიტედის" შეუღლება იქნება კარგი ორივე მხარისთვის", - განაცხადა იტალიელმა.