"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ჯონი ევანსი Sky Sports-ს ლუი ვან გაალისა და ჟოზე მოურინიოს შესახებ თავის მოსაზრებას უზიარებს. "გამიხარდა, რომ ვან გაალმა ინგლისის თასი მოიგო. ის ძალიან კარგი მწვრთნელია, ასე რომ, მიხარია, რომ რაღაც მოიგო. ბევრი ფეხბურთელი, მით უმეტეს ახალგაზრდები, დამწუხრებულები იქნებიან მისი წასვლის გამო. მან გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები მოიყვანა და შესაძლებლობები მისცა.
მოურინიო არის ის, რასაც ყველა წლების განმავლობაში ელოდა. მას აქვს ხასიათი და ქარიზმა, ის, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბს სჭირდება".