"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი და "ჰალ სიტის" ამჟამინდელი მწვრთნელი სტივ ბრიუსი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენების შესახებ თავის აზრს გამოთქვამს.
"წარსულს რომ გადახედავენ, დარწმუნებული ვარ, კვლავ იმედგაცრუებულები იქნებიან იმის გამო, რაც მოხდა, რადგან ეს არ არის კარგი კლუბისთვის, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აწესებს. მაგრამ ფეხბურთის სამყარო მაინც იცვლება და ახლა მწვრთნელების შემთხვევაში იმას უნდა შევეგუოთ, რომ მათ აძევებენ, სამწუხაროდ.
გიგზმა ნამდვილად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რა ხდება კულისებში, მაგრამ, როგორც ჩანს, მას რაღაც როლს უმზადებენ, ხოლო მიიღებს თუ არა, მასზეა დამოკიდებული.
ვფიქრობ, ყველაზე ცუდად შენახული საიდუმლოა ის, რომ მოურინიო ამდენ ხანს მოდის, მაგრამ მაინც გაქვს შეგრძნება იმისა, რომ ეს კარგი შანსი ხელიდან გაუშვი. მოდით, სამართლიანები ვიყოთ, თუ არსებობს იმის შესაძლელობა, რომ ჟოზე მოურინიო ხელმისაწვდომია, "მანჩესტერ იუნაიტედს" აუცილებლად უნდა მოეხდინა რეაგირება. ამ ყველაფრის ფონზე კი ნამდვილად გრძნობ, რომ ყოველთვის, როცა მწვრთნელი სამსახურს კარგავს, იქნება ის ლუი ვან გაალი თუ თვით ჟოზე მოურინიო, სამყარო ნამდვილი სიგიჟეა".