თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2016, 17:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2284,
კომენტარები: 12
ჰოჯსონი: "რეშფორდს დასამატკიცებლად სამი დღე აქვს"
მარკუს რეშფორდის სანაკრებო დებიუტი პარასკევს შედგება.
ჰოჯსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მარკუს რეშფორდის დებიუტი ინგლისის ნაკრების რიგებში პარასკევს უნდა შედგეს, რამეთუ 18 წლის ფორვარდი ინგლისის თასის ფინალში მიღებული ტრავმის შემდეგ მომჯობინდა.

რეშფორდი "უემბლიზე" გამართული შეხვედრის 72-ე წუთზე ეშლი იანგით შეცვალეს, მაგრამ მისი ტრავმა სერიოზული არ არის და როი ჰოჯსონის 26-კაციან გუნდს შეუერთდა.

აუსტრალიასთან ამხანაგური მატჩის ჩატარების წინ "სამ ლომთა" მწვრთნელმა რეშფორდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი მას აუცილებლად მიეცემა.

"ნამდვილად არ ვიცი, რას უნდა ველოდე მისგან. არ დაგავიწყდეთ, რეშფორდს არ გაუმართლა, რომ ასე ცოტა დრო ეძლევა. მხოლოდ ოთხშაბათისა და ხუთშაბათის ვარჯიში, პარასკევის მატჩი და მერე 23 ფეხბურთელი უნდა ავირჩიო.

ეჭვი არ არის, რომ მისი დაყენება გაფართოებულ შემადგენლობაში სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ბიჭს უზარმაზარი ნიჭი აქვს. ჩემი წინა შედეგებიდან გამომდინარე გეცოდინებათ, რომ ახალგაზრდების გამოყენებას არ ვუფრთხი და მათ მათი ასაკიდან გამომდინარე არ ვუდგები, მაგრამ ისიც იცით, რომ მის პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს და დიდი კონკურენცია იქნება.

არც ისე დიდი დრო მიეცემა ჩემზე და სამწვრთნელო შტაბზე შთაბეჭდილების მოსახდენად, რადგან მოკლე პერიოდი გვაქვს დარჩენილი. მაგრამ მე არაფერს გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ინგლისის თასზე ძალიან კარგად ითამაშა. მოხარული ვარ, რომ მისი დაკვირვების საშუალება მომეცემა და იმედი მაქვს, ზაფხულში უფრო ხშირად ვუყურებ მას",
- განაცხადა ჰოჯსონმა.

კითხვაზე, შეძლებდა თუ არა რეშფორდი სადებიუტო მატჩის ჩატარებას ავსტრალიასთან, როიმ უპასუხა: "ამის იმედი გვაქვს. ექსპერიმენტების ჩატარებას არ ვაპირებ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი მატჩი გვაქვს მოსამზადებლად და ბევრმა ადამიანმა - შვიდი ფეხბურთელი - გამოტოვა პირველი მათგანი.

ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მივიღო და ასევე უნდა გავითვალისწინო, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ზოგს კი არა, რადგან უკვე ბევრი ითამაშეს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, რადგან, როცა პორტუგალიასთან 2 ივნისს მატჩი გვექნება, გუნდში კარგი იდეები უნდა მქონდეს და მე უკვე ვფიქრობ ტურნირის დასაწყისზე".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
25 მაი 2016 01:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მთავარია ამხანაგურებზე გამოიჩინოს თავი და მერე იქნება რამე
0
№12
ავტორი: hemi
26 მაი 2016 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მარკუსა თუ მოხვდა კაია ზამენაზეც რო იყოს გამოცდილებაა და შამსიც მიეცა იქნებ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top