"იუნაიტედმა" თვეების განმავლობაში გაწელილი ჭორები ორშაბათს გვიან ღამით დაასრულა, როცა ლუი ვან გაალი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.
როგორც მოსალოდნელია, ჰოლანდიელის ადგილს მოურინიო დაიკავებს, მაგრამ მას ასისტენტი მწვრთნელიც დასჭირდება.
ვან გაალის ასისტენტებმა ალბერტ სტაივენბერგმა და მეკარეთა მწვრთნელმა ფრანს ჰუკმა კლუბი დატოვეს, მოურინიოს კი რაიან გიგზის შენარჩუნება სურს.
მაგრამ უელსელი "იუნაიტედში" აღარ დარჩება, რის გამოც მოურინიო გარი ნევილს შესთავაზებს ასისტენტობას.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა წამოიწო, მაგრმა "ვალენსიაში" მან წარმატებას ვერ მიაღწია და მარტში დაითხოვეს.