თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2016, 22:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3649,
კომენტარები: 11
ლუი ვან გაალის კარიერა ანიმაციურად
ვან გაალის კარიერის ამსახველი ანიმაციური ფოტოსურათები.
ლუი ვან გაალის კარიერა ანიმაციურად
ცნობილი გამოცემა goal.com და მისი ანიმაციური სარკაზმისტი ომარ მომანი "მანჩესტერ იუნაიტედში" ლუი ვან გაალის კარიერის ანიმაციურ მიმოხილვას გვთავაზობს.

ვან გაალის ორწლიანი კარიერის განმავლობაში მომანიმ 47 კარიკატურა მიუძღვნა მას, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

იმისათვის, რომ ცხადი იყოს თითოეული ფოტოსურათის მნიშვნელობა, გთავაზობთ მომანისეულ განმარტებას:

1. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2014 წლის 19 მაისს ვან გაალის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. იმავე დღეს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე დაინიშნა.

2. ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა და წარუმატებლად ეცადა მანჩესტერში არიენ რობენის გადაბირებას.

3. მორიგი სატრანსფერო კრახი ვან გაალმა მაშინ განიცადა, როცა "იუვენტუსიდან" არტურო ვიდალის გადაბირებას ცდილობდა.

4. ვან გაალი დროს უქმად არ ხარჯავდა და "ოლდ ტრაფორდის" ფეხბურთელებს თავის წესებს აცნობდა.

5. საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ მან პრემიერ ლიგის მოგების მოლოდინი შექმნა.

6. სატრანსფერო ჭორები გრძელდებოდა, ანხელ დი მარია კი მთავარ სამიზნედ ითვლებოდა.

7. მაგრამ სეზონი ყველაზე ცუდად დაიწყო, როცა "სუონსისთან" "იუნაიტედმა" პირველივე მატჩში მარცხი განიცადა - გუნდის წინა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა თავისი პირველი მატჩი მოიგო.

8. მარცხის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ მანჩესტერის მეფისგან ის ეშმაკად გადაიქცა.

9. მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როცა "იუნაიტედმა" ლიგის თასზე "მკ დონსთან" წააგო სწორედ იმ დღეს, როცა დი მარია შეიძინა.

10. არგენტინელმა მალევე გააუმჯობესა გუნდის სულისკვეთება, როცა ქპრ-სთან მოგებულ 4-0 მატჩში გოლი გაიტანა.

11. ფალკაო დიდძალი თანხის სანაცვლოდ დი მარიას შეუერთდა და ორივე მათგანის მაისურები მალევე მოხვდა გაყიდვების სათავეში.

12. ვან გაალისთვის ნამდვილად თავსატეხად იქცა ის ფაქტი, რომ მას ერთი გუნდისთვის უნდა მოერგო დი მარია, ფალკაო, უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და ხუან მატა.

13. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "ვესტ ბრომთან" 2-2 ფრის შემდეგ მისი გუნდის პრობლემა ბალანსი იყო.

14. ვან პერსიმ "ჩელსის" შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ანგარიში გაუთანაბრა, ვან გაალმა კი მას ემოციური აღნიშვნის გამო "სულელი" უწოდა.

15. მომდევნო უქმეებზე კი სმოლინგის გაძევებამ "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხება გამოიწვია.

16. ვან გაალი პირველად დაუპირისპირდა ექსპერტსა და "იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს გარი ნევილს, როცა გარიმ განაცხადა, რომ მისი ყოფილი კლუბის მატჩი "ლივერპულთან" "პაბში საყურებელ შეხვედრას ემსგავსებოდა".

17. "იუნაიტედს" შერეული სეზონი ჰქონდა, მაგრამ მარტსა და აპრილში ყველაფერი რიგზე იყო, როცა დერბიში გუნდმა 4-2 იმარჯვა.

18. ვან გაალი გაზეთების მთავარი სალაპარაკო თემა გახდა სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ რიბერიმ მას "ცუდი კაცი" უწოდა.

19. "კრისტალ პალასის" 2-1 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩს "ერთი ჭიქა ფანტასტიკური ღვინით დაელოდა".

20. უფრო მეტი კარგი ახალი ამბავი გავრცელდა, როცა პსვ-ს ვარსკვლავის მემფის დეპაის სახელი "იუნაიტედს" დაუკავშირდა.

21. "იუნაიტედი" დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ კლუბს სურდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა, ამიტომაც ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის შენების პროცესშია.

22. ბასტიან შვაინშტაიგერი კიდევ ერთი ფასეული შენაძენი გახდა "იუნაიტედისთვის", მოგვიანებით კი მას ენტონი მარსიალი შეუერთდა.

23. ეს ტრანსფერები ყოვლად დაჩრდილა დი მარიას გაყიდვამ, რომელმაც "იუნაიტედში" გატარებული ერთი წლის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენს" მიაშურა.

24. ვან გაალმა თავიდან მოიშორა რაფაელიც და იგივეს აპირებდა ვიქტორ ვალდესის შემთხვევაში, ხოლო დავიდ დე ხეას მომავალთან დაკავშირებული ჭორები კვლავ გრძელდება.

25. "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საკვალიფიკაციო მატჩების გავლით მოხვდა.

26. მაგრამ "იუნაიტედს" კვლავ უჭირდა გოლების გატანა და "სუონსიმ" ამით კიდევ ერთხელ ისარგებლა, როცა "ლიბერთი სტედიუმზე" 2-1 იმარჯვა.

27. ამასობაში, დე ხეამ "რეალში" გადასვლა ვერ მოახერხა და კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს.

28. ვან გაალს კიდევ ერთი ესპანელის შეძენა სურდა პედროს სახით, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ის პირდაპირ ხელიდან გამოსტაცა.

29. ზამთარმა ცხადყო, რომ "იუნაიტედს" განვითარების არაფერი ემჩნეოდა და ეს "ვოლფსბურგმა" და პსვ-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი ჩატოვებით დაადასტურეს.

30. ვან პერსი, შინჯი კავა და ნევილი იყვნენ მათ შორის, ვინც "იუნაიტედს" ევროპის ლიგის კენჭისყრაზე ელოდნენ.

31. კატასტროფა გაგრძელდა, როცა "ბორნმუთმა", რომელმაც სულ ახლახანს "ჩელსის" სძლია, წარმატება "იუნაიტედის" წინააღმდეგაც გაიმეორა.

32. "ჩელსიდან" მოურინიოს გაძევებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჭორები იმის შესახებ, რომ ვან გაალი "ოლდ ტრაფორდს" დატოვებდა.

33. ვითარება დაიძაბა "ნორვიჩთან" წაგების შემდეგ.

34. ... და "სტოკ სიტისთან".

35. ... კატასტროფული შობა ვან გაალისთვის.

36. "იუნაიტედი" 28 დეკემბერს მოურინიოს შეხვდა, რთულია იმის თქმა, რომელი გასახდელი ოთახი ესიამოვნება მოურინიოს უფრო ნაკლებად.

37. "იუნაიტედის" ზოგიერთი გულშემატკივარი მოურინიოს ითხოვს და მისი სახელობის კაშნეებიც კი გაავრცელეს.

38. მაგრამ რუნიმ და მარსიალმა ვან გაალი იხსნეს და რვამატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

39. პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში გადადიოდა, რამაც ბევრ მწვრთნელს უკიდურესი ზომების მიმართვისკენ უბიძგა.

40. "ლივერპულთან" მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ჩარლი ოსტინმა "იუნაიტედს" კიდევ ერთი მარცხი აწვნია.

41. ვან გაალს კიდევ უფრო გაუჭირდა ოთხეულში მოხვედრა, რომ არაფერი ვთქვათ ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე, და იმ ფაქტმა, რომ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელად გვარდიოლა ინიშნებოდა, მოვლენებს ნათელი ნამდვილად არ მოჰფინა.

42. ვან გაალის გუნდმა კიდევ ერთი კრახი განიცადა, როცა "მიდტიულანდთან" 2-1 დამარცხდა, ვან გაალი კი იძულებული გახდა, გულშემატკივართა ოთხგვერდიან წერილს დათანხმდებოდა.

43. "მიდტიულანდთან" საპასუხო მატჩის წინ ვან გაალმა თავის ფეხბურთელებს მოუწოდა აღგზნებულები ყოფილიყვნენ.

44. ვან გაალი იმდენად გაბრაზდა "არსენალთან" მატჩში ალექსის სანჩესის სიმულაციით, რომ მან თავად განასახიერა ჩილელის ქმედება.

45. ხუან მატას წითელმა ბარათმა ვან გაალს თავის სატკივარი გაუჩინა, რამეთუ მისი გუნდი "ვესტ ბრომთან" დამარცხდა.

46. ვან გაალმა დაიცვა მარუან ფელაინი, რომელმაც რობერტ ჰუტთან ორთაბრძოლაში არასპორტულ ჟესტს მიმართა. გერმანელმა ბელგიელს თმაზე მოქაჩა, რაზეც ვან გაალმა განაცხადა, რომ ასეთი რამ მხოლოდ "მაზოხიზმური სექსის დროს შეიძლება".

47. ინგლისის თასის მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ვან გაალი არ გაეძევებინათ, მის ადგილს კი ჟოზე მოურინიო იკავებს, რაც ხუან მატას არ მოსწონს.
სურათები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
24 მაი 2016 22:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძაან მაგარია wink

აუუ 46-ე biggrin2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top