თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2016, 16:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3371,
კომენტარები: 13
მატას დაუვიწყარი საღამო "უემბლიზე"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას დაუვიწყარი საღამო
სალამი ყველას,

ჩემი პირველი ტიტული "იუნაიტედში", როგორც იქნა! კლუბს საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა იმისათვის, რომ ინგლისის თასი, უნიკალური და განსაკუთრებული ტურნირი კიდევ ერთხელ მოეგო, შაბათს კი ეს გავაკეთეთ. მთელი სეზონის განმავლობაში თქვენი მხარდაჭერის გამოვლენის სამაგიეროდ ამ თასის მოგება არა მარტო მაბედნიერებს, არამედ ამაყსაც მხდის. თქვენ ეს დაიმსახურეთ, ნამდვილად.

ფინალისკენ მიმავალი გზა საერთოდ არ იყო ადვილი. იგივე შეიძლება ითქვას "კრისტალ პალასთან" მატჩზეც: დაძაბული იყო, როგორიც დიდი ფინალი უნდა იყოს. ვინც ინგლისურ ფეხბურთს ახლოს იცნობს, მისთვის საიდუმლო ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს ტურნირი განსხვავებული, გამორჩეულია და ასეთივეა "უემბლიზე" გამართული ფინალიც, თავისი საოცარი ატმოსფეროთი. ეს სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. ინგლისის თასის ფინალი დაუვიწყარი გამოცდილებაა: ორგანიზაცია, მატჩის წინა შოუ, მატჩის დაძაბულობა. ჩემდა საბედნიეროდ, მე ორ ფინალში მივიღე მონაწილეობა და ორივე თასის აღმართვით დასრულდა. ამის გამო თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ.

უნდა ვთქვა, რომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. "პალასის" რიგებიდან გატანილი პანჩონის გოლის შემდეგ ცოტა დრო გვქონდა რეაგირების მოსახდენად. საბედნიეროდ, რუნიმ დიდებულად ითამაშა, მერე ფელიმ საგოლე პასი მომცა და მე გავიტანე, რამაც მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. ვითარება კიდევ უფრო გართულდა, როცა კრისი გააძევეს, მაგრამ შემდეგ მოხდა ასე: ჯესიმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა, ტიტული მოგვაპოვებინა და სეზონი საუკეთესოდ დავასრულეთ - თქვენთან ერთად ამ კლუბის დაუვიწყარ ისტორიაში კიდევ ერთი ტიტული ვიზეიმეთ. ფანტასტიკური შეგრძნება იყო. პრემიერ ლიგაში ისეთი კარგი სეზონი არ გამოგვივიდა, როგორც ველოდით, რამეთუ რთული დროება გამოვიარეთ, მაგრამ არასდროს დავნებებულვართ და კლუბის შედეგების გასაზრდელად შრომას ვაგრძელებდით. ვფიქრობ, ფასი არ უნდა დავუკარგოთ იმ ფაქტს, რომ კლუბს 12 წელიწადი დასჭირდა ინგლისის თასის ხელახლა მოსაგებად.

დროა, დავისვენო, ფეხბურთისგან სხვა რამეზე გადავერთო და ელემენტები მომდევნო სეზონისთვის ხელახლა დავტენო. იმედი მაქვს, დიდებული ზაფხული გექნებათ.

გეხვევით ყველას!

ხუანი.
მატას ბლოგი
13 კომენტარი
№11
ავტორი: temo300
23 მაი 2016 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
არ უნდა გაუშვას, რადგანაც მებრძოლი ფეხბურთელია და ყურადღება სულ თამაშებზე აქ გადატანილი. იმედია მოუ ამას მიხვდება და დატოვებს
0
№12
ავტორი: RojoDiablo
24 მაი 2016 00:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ არავინ იცის, წავა თუ დარჩება. მერე რა, რომ ჩელსიდან გაუშვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: stepno
24 მაი 2016 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეჰ მოვიდა მოურინიოო მატაა lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top