თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2013, 20:31
ავტორი: love united,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 11
სერ ალექსი:”იმედია, ყველა სკანდალი წარსულს ჩაბარდა”
ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ ლივერპულთან ყველა სკანდალი წარსულს ჩაბარდება...
სერ ალექსი:”იმედია, ყველა სკანდალი წარსულს ჩაბარდა”
სერ ალექ ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ მომდევნო ტურის მატჩი, რომელიც კვირას ჩატარდება მანჩესტერსა და ლივერპულს შორის, დაგვამახსოვრდება როგორც დაძაბული საფეხბურთო თამაში.წინა სეზონის შეხვედრაში ”ოლდ ტრაფორდზე” არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა-ლუის სუარესმა არ ჩამოართვა ხელი პატრის ევრას.ეს ყველაფერი მოგვარდა სექტემბრის მატჩში ”ენფილდზე” და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.ბოსს აქვს იმედი, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდება.

”ამ ორი კლუბის მატჩების დროს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.ყველაფერი ისტორიითა გამოწვეული-ჩვენი კლუბები საუკეთესონი არიან ინგლისში.-განაცხადა სერ ალექსმა Inside United-თან საუბარში-წინა წელს არ ჩატარებულა მატჩები მშვიდობიანად ლუის სუარესის საქციელის გამო.იმედი მაქვს, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ასეთი რამ აღარ მოხდება.”

ამის გარდა, ფერგიუსონმა აღიარა, რომ მოუთმენლად ელოდება მატჩს მადრიდის ”რეალთან”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გაიმართება.ესპანურ კლუბში ირიცხება ”იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც სახელი სწორედ ”წითელი ეშმაკების” შემადგნელობაში გაითქვა.სერ ალექსმა კი თქვა რონალდომ წარმატებული სვლა ესპანეთშიც განაგრძოო.

”რეალის თამაშები ძალიან სანახაობრივია.როდესაც მე ვიყავი მათ თამაშზე ”სიტის” წინააღმდეგ ვისიამოვნე მატჩით.ძალიან კარგად გამოსდით სწრაფი პასები, რომლებსაც ერთი შეხებით აკეთებენ.რონალდოს აქ გატარებული ექვი წელი იყო მასტერკლასის დემონსტრაცია.მან გააგრძელა პროგრსირება ”რეალშიც”.მისი მთავარი პლიუსებია-სწრაფი აზროვნება, გამოცდილება, სანახაობრივი თამაში და ნიჭი.”

წყარო:http://www.manutd.ru
---
11 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
11 იანვარი 2013 09:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჰჰოო ყველაზე რთულად მე პირადად ეგ თამაში მიმაჩნია, რეალის შემდეგ biggrin2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top