ლუი ვან გაალის კომენტარი თასის მოგების შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მე-12-დ გახდა ინგლისის თასის მფლობელი და ეს "უემბლიზე" "კრისტალ პალასის" დამარცხების შემდეგ გააკეთა.
ლუი ვან გაალი შედეგით მოხარულია და მატჩის შემდგომ მნიშვნელოვან საკითხებზეც გააკეთა კომენტარი.
სათამაშო ბალანსზე:"ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგად ვითმაშეთ, 6 შანსი შევქმენით და ვერ გავიტანეთ, მათ კი ორი შანსი შექმნეს. მეორე ტაიმში უფრო მეტი იყო, მეც კი უნდა აღვნიშნო, რომ შემტევი გუნდი ვიყავით. ძელს და ხარიხას გავარტყით".
პრობლემების დაძლევა:"ორი ტრავმირებული გვყავს, რეშფორდი და როხო. ასე ხდებოდა მთელი სეზონის განმავლობაში - ბევრი ტრავმა. მერე 10 კაცით დავრჩით, მაგრამ ჩვენ გამოვავლინეთ გუნდური სულისკვეთება, რომესაც ფინალამდე ვავლენდით. ორჯერ გავიტანეთ გოლი ბოლო წუთებში, ანგარიშში ვმარცხდებოდით "ვესტ ჰემთან" და ქამბექი მოვახდინეთ. ახლა კი კვლავ ვმარცხდებოდით და ქამბექი გავაკეთეთ, თუმცა უკვე 10 ფეხბურთელით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამშაბათს ვითამაშეთ, "კრისტალ პალასმა" კი არა, რაც დიდ სხვაობას ქმნის, როცა 120 წუთის განმავლობაში თამაშობ".
ჯესი ლინგარდის გამარჯვების გოლზე:"დიახ, ფანტასტიკური გოლი და განსაკუთრებული მომენტი იყო. ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ. იღბლიანი ხელი მაქვს, მჯერა."
მატჩში ქამბექის გაკეთებაზე:"მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 1-0 ვმარცხდებოდით და მაინც ბოლომდე გვჯეროდა. ფეხბურთელებს მატჩამდე "იუნაიტედის" ოფიციალური ტელეარხისთვის ვაყურებინე. ვუთხარი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდით, არასდროს დავნებდებოდით. როცა 11-ს წინააღმდეგ 10 თამაშობ, ძალიან რთულია, მაგრამ ეს შევძელით."
რას ნიშნავს თასი მისთვის:"ბევრს, რადგანაც ეს ჩემი მიზანია. ჩემი მიზანი იყო ინგლისური ფეხბურთის გამოცდილების მიღება, ინგლისური კულტურის შესწავლა და "მანჩესტერ იუნაიტედში" ტიტულის მიტანა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაქმნის პროცესში ვართ, ეს უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან ბედნიერი ვარ, ეს უკვე ოთხ ქვეყანაში გავაკეთე და არა მგონია, ბევრმა მწვრთნელმა დაიკვეხნოს ამით. დაუჯერებელი შეგრძნებაა".
წყარო:
manutd.com