ლუი ვან გაალმა ფინალური მატჩის განაცხადი დაასახელა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ინგლისის თასის ფინალური მატჩის 18-კაციან განაცხადში მატეო დარმიანი, მარუან ფელაინი, მორგან შნეიდერლინი და მარკოს როხო შეიყვანა.
ფელაინის დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ თამაში შეუძლია, ხოლო როხომ და შნეიდერლინმა ტრავმა და ავადმყოფობა მოირჩინეს შესაბამისად და ფინალში მონაწილეობას მიიღებენ. ასევე ჯანმრთელია დარმიანიც, რომელიც "ნორვიჩთან" მატჩში დაზიანდა.
მემფისი აქამდე "იუნაიტედის" 58-ვე მატჩის განაცხადში ხვდებოდა, მაგრამ ამჯერად ის ფინალურ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზეც კი არ იქნება.
ასევე ვერ მოხვდა ბორტუიკ-ჯექსონი, რომელსაც ექსპერტები ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ. მემფისმა და კამერონმა კარინგტონი საკუთარი მანქანებით დატოვეს, ხოლო 18-კაციანი შემადგენლობა ავტობუსით სტოკპორტის სადგურისკენ გაემგზავრა.
ვან გაალი მატარებელს ელოდება
ანდრეას პერეირა და გილერმო ვარელა შემადგენლობაში არ არიან. ვან გაალმა ფეხბურთელებს ხუთშაბათს აცნობა, რომ ისინი ითამაშებდნენ ან ვერ ითამაშებდნენ ფინალში.
მემფისმა კარინგტონის დაცვის თანამშრომელს თავისი ბუცები გადასცა
ფინალი, შესაძლოა, უკანასკნელი მატჩი აღმოჩნდეს ვან გაალის "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: დე ხეა, ვალენსია, დარმიანი, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი, როხო, ფელაინი, ერერა, კერიკი, შნეიდერლინი, ლინგარდი, იანგი, მატა, რუნი, მარსიალი, რეშფორდი.
წყარო:
M.E.N.