თბილისი:
მანჩესტერი:
22-05-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2448,
კომენტარები: 21
ლუკაკუს მამა: "ევერტონს" 65 მლნ. სურს"
ბელგიელის მამა ლუკაკუს "იუნაიტედში" ან "ბაიერნიში" გადასვლას ურჩევს.
ლუკაკუს მამა:
"მანჩესტერ იუნაიტედი" არის ერთ-ერთი კლუბი, რომელიც რომელუ ლუკაკუს შეეფერება და ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე განხორციელდება, აცხადებს თავდამსხმელის მამა.

როჯერ ლუკაკუმ Het Nieuwsblad-ს განუცხადა, რომ "ევერტონი" 23 წლის ფორვარდში, რომელმაც გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა, 65 მლნ. ფუნტს ითხოვს.

მისი მოლოდინით, "ანდერლეხტისა" და "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი "გუდისონ პარკს" ზაფხულში დატოვებს.

როჯერს მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" საუკეთესო არჩევანია, თუმცა "ბაიერნს" გარკვეული უპირატესობა აქვს იმ მხრივ, რომ მომდევნო სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე გაატარებს - ტურნირზე, სადაც "იუნაიტედი" ვერ მოხვდა.

"ევერტონი 65 მლნ. ფუნტს ითხოვს რომისთვის. ვფიქრობ, ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე განხორციელდება.

იმედი მაქვს და მჯერა, რომ მინო რაიოლა (ლუკაკუს აგენტი) სამართლიანი იქნება და მოთამაშის ინტერესებს საუკეთესოდ დაიცავს.

თავის მომავალს რომელუ გადაწყვეტს, მაგრამ ხშირად აგენტს ეკუთვნის ბოლო სიტყვა. იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ მინო რაიოლა პატიოსანი ადამიანია.

ახლა ყველაფერი სწრაფად გადაწყდება. არის თუ არა ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი? თითქმის. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ყველაფერი ცხადი იქნება.

ამჟამად, მიმაჩნია, რომ მისთვის საუკეთესო კლუბი "ბაიერნი" ან "მანჩესტერ იუნაიტედია".

განსაკუთრებით "ბაიერნი", რადგანაც ეს კლუბი ყოველ წელს მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადის და რომელუს ბუნდესლიგაც კარგად მოერგება. არა მგონია, იტალიაში გადავიდეს, იქ თამაში ძალიან ნელია".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
22 მაი 2016 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: თემო ტუღუში
Admin es statia arec iyo?

ert sezonian ibras keini jobs magram manes tu viyidit depay marciali mane kai trio iqneba da vilshire dele alis duetze arvityodi uars

არა, ადრე მსგავსი რამე თქვა, მაგრამ არა 65 მილიონი სჭირდებათო. ახლა დაამატა, რომ ევროპამდე განახორციელდებაო

gaixhare
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Kajtjtjtjხელმოწერა
№12
ავტორი: sergi070
22 მაი 2016 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
65 ის ამაში გადახდას კეინი იყიდონ თუ გამოუვათ, უფრო კლასნი იგროკია, ასაკიც შესაფერისი აქვს, მინიმუმ 7-8 წელი ფორმაში იქნება. ლუკაკუც კარგი იგროკია, მაგრამ მინდა იბრა ან კეინი მოვიდნენ, ან ორივე ერთად :)

ციტატა: sergi070
65 ის ამაში გადახდას კეინი იყიდონ თუ გამოუვათ, უფრო კლასნი იგროკია, ასაკიც შესაფერისი აქვს, მინიმუმ 7-8 წელი ფორმაში იქნება. ლუკაკუც კარგი იგროკია, მაგრამ მინდა იბრა ან კეინი მოვიდნენ, ან ორივე ერთად :)

დეპაის იგროკობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მგონია რომ არ გაამართლებს მანჩეში და გეტყვი რატოც, შიდა სამზარეულოში ჩახედულები არ ვართ, მაგრამ მგონია რომ პროფესიონალი არაა, ან თავსჰი აქვს მანჩეში ტრანსფერი ავარდნილი, თუ ფეხბურტის ტამაში უნდა ცოტა სკრომნად უნდა მოიქცეს,მარსიალი აგერ ყავს, წესიერი ადამიანია, და ნაგდი პროფესიონალი, სულ რაგაც 20 წლის ბიჭი...
0
№13
ავტორი: Memphis_Depay
22 მაი 2016 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
იბრა,გრიზმანი,კეინი ლუკაკუ ... ამათგან ერთი მაინც უნდა დავითრიოთ რომ ფორვრადის პრობლემა მოიხსნას (იბრას შემთხვევაში მოკლევადიანი პერსპექტივით)
0
№14
ავტორი: shotkin
22 მაი 2016 13:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: pere
იბრა ან ლუკაკუ რო გვჭირდება ფაქტია. ფორვარდი არც გვყავს და თან ასეთი ფორვარდი ძაან მოუხდება გუნდს


იბრამ ხუთშაბათობით არ ვთამაშობო))))))))))))))
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
22 მაი 2016 14:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ლიგის ფაქტორია აქ მთავარი, დიდი შანსია ბაიერნში წავიდეს
0
№16
ავტორი: stepno
22 მაი 2016 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
65 მლნ მართლა ბევრიაა მე რაა მაგრამ უბრალოდ 65 არ ღირს ლუკაკუ არანაირად smile
0
№17
ავტორი: gela-manchesteri
22 მაი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
არ ვიცი რატო მარა არ მინდა ეს ლუკაკუ
0
№18
ავტორი: Old Red Devil
22 მაი 2016 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ჩემი აზრით არც არავინ არ არის საჭირო.რეშფორდი,მარსიალი.რეზერვიდან კინი სილსონი პაუელი.თან თუ მაურინიო მოვა ის 2 თავდამსხმელს არ გამოიყენებს.იმედია ჟოზე ისეთი ჩOბანი არ იქნება როგორც ყველგან.და იმ ტრადიციებს გაყვება რასაც ფერგი და თვით ვან გაალიც კი.ბევრი ფიასკოს მიუხედავად მან ძალიან კარგი დაცვა გაჭიმა.ლინგარდი რეშფორდი მარსიალი აღმოაჩინა.ფელაინს ნდობა გამოუცხადა.მატაც რეზულტატური გახდა.ვიმედოვნებ ჟოზე არ დაკარგავს პერეირას იანუზაის და სხვა კიდევ ნიჭიერ ახალგაზრდას.
0
№19
ავტორი: sergi070
22 მაი 2016 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ციტატა: Old Red Devil
ჩემი აზრით არც არავინ არ არის საჭირო.რეშფორდი,მარსიალი.რეზერვიდან კინი სილსონი პაუელი.თან თუ მაურინიო მოვა ის 2 თავდამსხმელს არ გამოიყენებს.იმედია ჟოზე ისეთი ჩOბანი არ იქნება როგორც ყველგან.და იმ ტრადიციებს გაყვება რასაც ფერგი და თვით ვან გაალიც კი.ბევრი ფიასკოს მიუხედავად მან ძალიან კარგი დაცვა გაჭიმა.ლინგარდი რეშფორდი მარსიალი აღმოაჩინა.ფელაინს ნდობა გამოუცხადა.მატაც რეზულტატური გახდა.ვიმედოვნებ ჟოზე არ დაკარგავს პერეირას იანუზაის და სხვა კიდევ ნიჭიერ ახალგაზრდას.

რეშფორდი ნამდვილად დიდი ტალანტია, აზროვნებაზე და მოძრაობაზე ეტყობა, სისწრაფეც არ დაეწუნება, მაგრამ ნამდვილად არ ვიცით იქნება თუ არა სტაბილური, დრო გვაჩვენებს, მანამდე კი ნამდვილად სჭირდება კარგი კონკურენტი და მასწავლებელი, მაგალითად იბრაჰიმოვიჩი... ვის ვის და ჯოზეს ნამდვილად არ ესწავლება მოთამაშეების გახსნა... კარგი ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია, იცის მოთამაშეების სათანადოდ განწყობა... ასე რომ ჩემო ძმაო, ლუის თქმის არ იყოს კრეატივი აკლია და ამისთვის მოსაყვანია გუნდში გამოცილი კადრი, თუნდაც ერთ წლიანი კონტრაქტით
0
№20
ავტორი: ikeoni
22 მაი 2016 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
Didad ar minda markusis shemxedvare
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top