"წითელი ეშმაკები" მოურინიოსა და ვან გაალს ორიგინალურ შეთავაზებას უკეთებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუი ვან გაალს კლუბში უფრო მაღალი თანამდებობა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მან ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დაუთმოს.
The Sun-ის ცნობით, ჰოლანდიელს "იუნაიტედში" საფეხბურთო დირექტორის როლი ექნება.
ამის ხარჯზე ვან გაალი თავის სამწლიან კონტრაქტს სრულად ამოწურავს, მომდევნო ზაფხულში კი პენსიაში გავა.
მიუხედავად მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგებისა, ვან გაალი აღმასრულებელი დირექტორის, ედ ვუდოვრდისთვის პოპულარულ პირად რჩება და ედი მისი ცოდნის გამოყენებას კლუბის სასარგებლოდ აპირებს.
მაგრამ ვუდვორდი აღიარებს, რომ მწვრთნელის თანამდებობაზე ცვლილებები აუცილებელია.
"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა სხვა კლუბების არაერთი შეთავაზება უარყო ლონდონის დატოვების შემდეგ, რადგანაც მას "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობა სურს.
მოურინიო და ვან გაალი კარგი მეგობრები არიან და ისინი "ბარსელონაში" ერთადაც კი მუშაობდნენ, როცა ლუი გუნდს წვრთნიდა, ხოლო მოურინიო მას ასისტენტობას უწევდა, "იუნაიტედში" კი ისინი შეიძლება კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ.
სამშაბათს პრემიერ ლიგის მორიგი სეზონი დასრულდა და "იუნაიტედმა" ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გამართა, სადაც ვან გაალი სიტყვით გამოვიდა, გულშემატკივარი კი მას სტვენით შეხვდა.
გარდა ამისა, ტრიბუნებზე შეინიშნებოდა ბანერები, რომლებიც ჰოლანდიელის წასვლის მოლოდინს გამოხატავდნენ.
ხვალ ვან გაალი "იუნაიტედს" ინგლისის თასის ფინალში გაიყვანს და შესაძლოა, მისი ბედი სწორედ ამ მატჩის შემდეგ გადაწყდეს.
წყარო:
thesun