თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3194,
კომენტარები: 19
ერთი წლის შემდეგ: მემფისის დასაცავად
რატომ უნდა მივცეთ შანსი მემფის დეპაის.
ერთი წლის შემდეგ: მემფისის დასაცავად
გარკვეულ მომენტში ყოველი ადამიანი თავად განაგებს თავის ბედს. ჩვენი შეცდომების ახსნა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე კი არა ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ. მისი გამოსვლები სრულად ასახავს გუნდის მთელ სეზონს. ბევრი თანაგუნდელის მონდომების ფონზე მემფის დეპაიმ განწირული "ნორვიჩის" წინააღმდეგ კოშმარული თამაში აჩვენა. ეს ახალი თავი იყო მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის დაცემის ისტორიაში, რაც ჰოლანდიელს მანჩესტერული კარიერის დასასრულს ინგლისში გატარებული პირველივე წლის შემდეგ უქადის. ასე არ უნდა მოხდეს. მემფისმა "იუნაიტედისგან" კიდევ ერთი შანსი ვერ დაიმსახურა, მაგრამ თავისი ბედის ბატონ-პატრონი ყოველთვის თვითონ იყო. მის მხარეს ნიჭი და დრო დგას, ასე რომ, კლუბი მისთვის მეორე შანსის მიცემას უნდა დასთანხმდეს.

თუკი სოციალურ ქსელს, სადაც რთულია ერთიანი აზრის აღმოჩენა, საჩვენებელ მაგალითად განვიხილავთ, ამ პოზიციას ბევრი როდი უჭერს მხარს. მემფისი მორიგი ჩავარდნილი კამპანიის განსახიერება გახდა. ეს სტატუსი დიდწილად გამართლებულია, ერთი კია, მხოლოდ ის ვერ იქნება პასუხისმგებელი სეზონზე, რომელიც დაშვებულ მინიმუმზე დაბლა დასრულდა.

გარდა ამისა, სწრაფი მანქანებისა და გამომწვევი სამოსის მოყვარული არასაკმარისად სერიოზულად უდგებოდა საქმესა და კიდევ ცუდ თამაშს. მემფისმა ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივართა მხარდაჭერა შეენარჩუნებინა.

მემფისის ჩავარდნა უფრო საგრძნობი გახდა მაღალი მოლოდინის ფონზე, რომელიც მისი ღირებულების, პსვ-ში თამაშისა და მომავალი ვარსკვლავის შეძენის სურვილის გამო შეიქმნა. ჰოლანდიელს შვიდნომრიანი მაისური არგუნეს, რომელსაც თავის დროზე ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი და ერიკ კანტონა ირგებდნენ. ხშირად ჩნდებოდა "ადიდასთან" თანამშრომლობისას წინასასეზონო რეკლამების კამპანიებში. მანაც ისევე დაიჯერა, როგორც გულშემატკივრებმა.

ნაცვლად იმისა, რომ "იუნაიტედი" ნათელი მზის სხივის ქვეშ დაებრუნებინა, 22 წლის მოთამაშემ მხოლოდ 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. არაშთამბეჭდავი სტატისტიკა, არადა, მოწინააღმდეგეების დონის გახსენებაც ღირს: მან გაუტანა პრემიერ ლიგაში "უოტფორდსა" და "სანდერლენდს", ევროთასებზე კი "ბრიუგეს", "მიდტიულანდსა" და პსვ-ს.

მაგრამ მხოლოდ ცოტა გოლი როდი მეტყველებს იმაზე, რომ მან "იუნაიტედში" პირველი სეზონი ჩააფლავა. საშუალოდ ის მატჩში ორჯერ ურტყამდა კარისკენ, ვერ იძლეოდა 0.5 მთავარ პასსაც კი და 1.5 წარმატებულ მოტყუებას ახორციელებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი მაჩვენებლები მოთამაშისა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ. იოლად ართმევდნენ ბურთს ან თავად კარგავდა მატჩში საშუალოდ სამჯერ, რაც მემფისის საშინელ თამაშს სრულ სახეს აძლევს.

ეს სტატისტიკა ცალსახად გვიჩვენებს გასულ სეზონთან შედარებით შოკისმომგვრელ ჩავარდნას. მემფისი წინა სეზონში ერედივიზის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გაიტანა რა 22 გოლი პსვ-ს რიგებში, სადაც ჩემპიონი გახდა. მის ანგარიშზე იყო ასევე სამი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა სათასო ტურნირებზე. ყოველი აღნიშნული მაჩვენებელი "იუნაიტედში" გატარებულ პირველ სეზონში თითქმის ორჯერ დაეცა. გარდა ამისა, მოთამაშე ჰოლანდიის ნაკრების რიგებში საშუალოდ ერთ მატჩში 2-ზე მეტ მთავარ პასს აკეთებდა და 5-ზე მეტჯერ ურტყამდა კარისკენ. უამრავი რაოდენობის მოტყუებას ახორციელებდა და შეტევას სისწრაფეს მატებდა. სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდებოდა ლუი ვან გაალის მოსაწყენ და უნიათო გუნდს. სჭირდებოდა გასულ ზაფხულს, სჭირდება ახლაც.

პატარა სასწაულად იქცა ის, რომ "იუნაიტედმა" სწრაფად შეიძინა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც მთელი ევროპული კლუბები აკვირდებოდნენ. ვან გაალმა აღიარა: "იძულებული ვიყავი ავჩქარებულიყავი, თორემ პსჟ გვაჯობებდა. ამიტომაც შევიძინე ის".

მემფისის სამშობლოში ექსპერტებმა ვინგერი აღწერეს, როგორც "ყველაზე შთამბეჭდავი ჰოლანდიელი ფეხბურთელი არიენ რობენის შემდეგ", ხოლო ვან გაალმა ყოველგვარი მორიდების გარეშე იგი ლიონელ მესის შეადარა. დღესდღეობით კრიტიკა პიკს აღწევს. მოთამაშეები და მწვრთნელები ახლა სვამენ კითხვას: ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფეხბურთელი როდის იპოვის თავის მაგიას - ან იპოვის კი საერთოდ? ასე არ უნდა მომხდარიყო.

მემფისი პსვ-ში 12 წლის ასაკში გადავიდა, იქ კი ერთი ასაკობრივი გუნდიდან მეორემდე მიდიოდა, სანამ 2011 წლის სექტემბერში პირველ გუნდში მისი დებიუტი არ შედგა. იმ სეზონში 11 მატჩში ხუთჯერ გაიტანა გოლი, 2012/13 წლებში კი მოედანზე უკვე 30-ჯერ გავიდა. მაგრამ ბევრი გოლის გატანა მან მხოლოდ მომდევნო სეზონში დაიწყო, როცა 43 შეხვედრაში 14-ჯერ გამოიჩინა თავი. დეპაის - განელი მამისა და ჰოლანდიელი დედის შვილის - დებიუტი ნაკრებში 2013 წლის ოქტომბერში შედგა, როცა თურქეთის ნაკრებთან მატჩში ჯერმეინ ლენსი შეცვალა.

მის სწრაფ პროგრესს თან ერთვოდა განუყოფელი ვარსკვლავური სტატუსი. ზოგიერთი ფეხბურთელი თვლიდა, რომ მას ჰქონდა პოტენციალი, რომელიც თაობაში ერთადერთხელ შეინიშნება. შესაძლოა, ამან ხელი შეუწყო ეფიქრა, რომ გამორჩეული იყო. ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელს ყოველთვის როდი ეხმარება.

ფეხბურთელის თამაშისა და ცხოვრების სტილის კრიტიკა მუდმივად იზრდებოდა. დიდებულმა რუდ გულიტმა ერთხელ თინეიჯერზე განაცხადა: "ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელსაც ერთდროულად სუპერვარსკვლავობა და სტილის ხატოვნება სურს. ჩემთვის ვფიქრობ: "ო, ჩემო ბიჭო, შენი პრიორიტეტები სწორად უნდა განალაგო. მუდმივად უნდა ივარჯიშო".

ასეთი შენიშვნა "ოლდ ტრაფორდის" კედლებშიც გაისმა. პირად საუბარში მწვრთნელის ასისტენტმა რაიან გიგზმა მემფისს ვარსკვლავური სტატუსის ჩაკვლის აუცილებლობა შეახსენა, განსაკუთრებით არასტაბილური თამაშის ფონზე. თუკი გიგზი თავის რჩევებს პირად საუბარში იძლეოდა, სხვები ასე არ იქცეოდნენ.

"აიაქსის" ყოფილი მწვრთნელი კო ადრიანსე მემფისს, რომელიც ნაკრების სასტუმროში საკვირაო მოდის პოდიუმზე შეძენილი კოსტიუმით მივიდა, ასე აღწერს: "პერუელ ფლეიტისტს ჰგავდა. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ, რომელსაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევია, ასე გამომწვევად არ უნდა იცვამდე. რონალდუ ასე იქცევა, მაგრამ მან ბევრს მიაღწია". მოედანზე თამაშის შესახებ ადრიანსე ამატებს: "შენი ორიენტირების კორექტირება აუცილებელია. უნდა ხვდებოდეს, რომ საფეხბურთო გუნდის მოთამაშეა და არა მოედანზე მყოფი ერთადერთი ადამიანი".

ერთი წლის შემდეგ: მემფისის დასაცავად


სწორედ ინდივიდუალიზმისკენ, და არა კოლექტიური ქმედებისკენ სწრაფვამ შეუშალა ხელი მემფისს ლუი ვან გაალის გუნდში მიმდინარე სეზონში ბევრი მატჩის ჩატარებაში. ვინგერი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 27-ჯერ გამოჩნდა, 17-ჯერ კი შეცვლაზე შევიდა. ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მისი თანამემამულის დეილი ბლინდის მაჩვენებლები და უფრო ნაკლები, ვიდრე ნაკლებპრობლემატური ჯესი ლინგარდის (32). მიუხედავად იმისა, რომ ლინგარდს ვან გაალის ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი აქვს, მისი შეტევითი შესაძლებლობები შეზღუდულია.

ვან გაალის სწრაფვა თამაშის კოლექტიურ მოქმედებებზე აგებისკენ მემფისს ნაწილობრივ ამართლებს. თუკი პსვ მას მარცხენა ფლანგზე ტიპიურ ჰოლანდიურ 4-3-3 სქემაში ვინგერად იყენებდა, ვან გაალი მას უფრო კონსტრუქციულ როლს აძლევს მოედნის ცენტრში. მარცხენა ფლანგზე რომ არ მოქმედებდეს, გამოცდილი მწვრთნელი მას სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებდა. სეზონი საერთოდ "ათიანის" პოზიციაზე დაიწყო, ძალიან რთული გადაწყვეტილება. მემფისი პირველი კრეატიული ფეხბურთელი არ არის, რომელიც ვან გაალისგან დაზარალდა. ანხელ დი მარია და რივალდო არ უნდა დაგვავიწყდეს.

თუმცა, დრო მოთამაშის მხარესაა და ის არ არის პირველი უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში ადაპტაცია გაუჭირდა. არიენ რობენმა თქვა, რომ მემფისი "ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია", მაგრამ გულშემატკივრებმა "უნდა შეაფასონ ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და მასშტაბურია ეს ნაბიჯი, მით უმეტეს მაშინ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბში გადადიხარ. ვერ ვიტყვით, რომ მისი პრობლემები გადაუჭრელია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დაბლა ეცემებოდა "ნორვიჩთან" მატჩში, ნამდვილად უნდა ჰქონდეს პრობლემები თვითრწმენასთან დაკავშირებით.

რობენი: "მას დრო უნდა მივცეთ, ის ხომ ნიჭიერი ფეხბურთელია. მას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ინგლისში წარმატებას მიაღწიოს".

თუმცა, უკვე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" მემფისთან განშორებისათვის მზად არის, მით უმეტეს, თუ ვან გაალი კლუბის სათავეში დარჩება. ის შეიძლება გაიყიდოს ნახევარ ფასად იმისა, რაც მასში თავის დროზე გადაიხადეს, კლუბში კი მოვლენ ნაკლებად ნიჭიერი ფეხბურთელები უფრო მეტი თანხის სანაცვლოდ. საეჭვოა, რომ მოთამაშის ასე სწრაფად გაყიდვა გონივრულად ჩაითვალოს.

იქნებ მემფისს ახალი მწვრთნელის ხელძღვანელობით ყველაფერი იოლად გამოუვიდეს, თუმცა ცხადია, რომ მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინოს. თუ ზაფხულში კლუბს ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, მემფისი მოქმედებისთვის სრულ თავისუფლებას ვერ მიიღებს, მაგრამ, მიუხედავად სიფრთხილისადმი მიდრეკილებისა, პორტუგალიელი არის მწვრთნელი, რომელსაც შემტევი ფეხბურთელებისგან ბევრის მიღება შეუძლია.

ჯერ კიდევ ბევრი რამის მოლოდინი უნდა გვქონდეს ფეხბურთელისგან, რომელიც ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ ჩაფლავდეს. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც მისგან იდეალურ მოთამაშეს შექმნიან. კრიტიკოსები ყოველთვის კი არ არიან მართლები.

წყარო: unitedrant
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
20 მაი 2016 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ეს ბიჭი კლოპის ხელში დაგლიჯავდა ყველაფერს დარწმუნებული ვარ, უნდა დარჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვან გაალი წავა, თუ ეს პიტალო ტრენერი დატოვეს არ ყოფილა არც ჩვენი საშველი და არც დეპაის, ეგ კიდე უშველის თავს ჩვენ ვიკითხოთ თორე...
0
№12
ავტორი: Lee Sharpe
20 მაი 2016 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
კარგია აზრთა თანხვედრა რომაა ფანკლუბზე, მოუბრუნდეს ვინმეს ენა და თქვას საკმარისი შანსი ეძლეოდა და ვერ გამოიყენაო, ძალიან მაგარი ბიჭია ნდობა უნდა ამას პირველ რიგში და მერე თვითონ მიხედავს ყველაფერს სკამის ხეხვით ფორმაში არავინ შესულა, შოუც დაბრუნდება და აფეთქდება ფლანგი manunited
0
№13
ავტორი: Memphis_Depay
20 მაი 2016 18:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
დეპაიზე ვიტყოდი ერთს რომ,ამ ბიჭში არის ულევი ნიჭი !!! მაგაში ვერავინ შემედავებით რომ რესურსი არის მართლაც გასაოცარი !!! სჭირდება კარგი მწვრთნელი !!! მთლად ფერგი ვეღარ დაბრუნდება,მაგრამ ჟოზე მოურინიოსნაირ მწვრთნელებს უყვართ ასეთი ფეხბურთელები და ვინ იცის იქნებ მართლაც ჩამოყალიბდეს მემფისი მარცხენა ფლანგის შეუცლელ წევრად ... მაგრამ არც იმდენი დრო არ აქვს მემფისს,რადგან გუნდი კრიზისშია და ამ დროს მარცხენა ფლანგზე მარსიალი ბევრად უკეთ ასპარეზობს... მაგრამ!!!! დეპაის გაშვება და შემდეგ როცა ის სხვა კლუბში ვარსკვლავი გახდება სინანული (როგორც პოგბას შემთხვევაში) ნამდვილად ცუდი იქნება !!! ამიტომ დარჩეს დეპაი კიდევ 1-2 წლით და დაამტკიცოს რომ შეუძლია მანჩესტერის შვიდიანი გახდეს თუ არადა მარსიალის ცხრა ნომერი მარტივად შეიძლება შვიდიანად გადაკეთდეს და გადაწყდეს პრობლემა fellow და იმას ვეთანხმები,რომ შოუსთან ერთად ბევრად უკეთ ასპარეზობდა მემფისი laughing
0
№14
ავტორი: hemi
20 მაი 2016 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
საინტერესო სტატია იყო მადლობა ავტორს და დეპაის რაც შეეხება უკვე იმდენი ითქვა და ბიჭებმაც ილაპარაკეს ვერაფერს დავამატებ, დეპაი უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ მალე დავინახავთ ვინ არი და რა შეუძლია
0
№15
ავტორი: lado123
20 მაი 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ვაა საგოლ გილოცავთ რეკლამას:
0
№16
ავტორი: stepno
21 მაი 2016 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
1 წელს იმსახურებს
0
№17
ავტორი: Amazing Redman
22 მაი 2016 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
დაეწყო პროდუქტიული თამაში არა მარიაჟობა და დღეს ძირიათდში იქნებოდა, მისგან გუნდს ჭირდება რაც შეილება მეტი საგოლე პასებით მომარაგება მოტამაშეების და არა ინდივდუალურად მარიაჟობა რომელსაც ვერ გადაეჩვევა ჩემი აზრით და არც გამოსდის. შეხედოს მარცხენა ფლანგზე მარსიალი რას აკეთებს და დაიწყოს ანალოგიური თამაში. სხვანაირად ეს ძირიტადში კიარა მოუწევს გუნდიდან წავსლა არავის ჭირდება დღეს ამის კაცის მოწყუება და მერე ნასოკების დარტყმა იყოს პროდუქტიული დაჭკვინურად ითამაშოს სხვანირად ვერ დაეხმარება გუნდს და ვერც დაიკავებს ძირითადში ადგილს ვერასდროს.
0
№18
ავტორი: sergi070
23 მაი 2016 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ციტატა: levionok
მემფისს შანსი და ვან გაალს არა შანსი და არავითარ შემთხვევაში პირიქით!!!

თუ გავიხსენებთ მემფისის თამაშებს ის ბევრად კარგი იყო ლუკ შოუსთან ერთად ეს მაჩვენებელი მისი ტრამვის მერე დაეცა ნორვიჩთან თამაში პრაკტიკულად მარცხენა მცველი არ გვყავდა და მემფისი საჯარიმოში შეცდა ჩვენს საჯარიმოში ვინც ფეხბურთს თამაშობს და მითუმეტეს პროფესიულ დონეზე უთამაშია დამეთანხმება რომ განაპირა ვიგნერი დიდად არის დამოკიდებული განაპირა მცველზე როცა გუნდი კონტრშეტევაზე არ თამაშობს მითუმეტეს

მეც მგონია რომ სეზონის ჩაგდების ერთ ერთი მთავარი მიზეზი სწორედაც შოუს ტრავმაა.... მისი დამტვრევის მერე დაიწყო ექსპერიმენტები და სეზონის ბოლომდე გაგრძემდა
0
№19
ავტორი: Phil Jones
23 მაი 2016 20:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კი ბატონო ვერ გაიბრწყინა! კი ბატონო ბევრი გააფუჭა, მაგრამ რომელმა ითამაშა ამაზე სანახაობრივი ფებურთი წელს, ფინტებს მაინც აკეთებდა და მეკარეს არ უბრუნებდა ცენტრიდან ბურთს, ფეხბურთი პირველ რიგში სანახაობაა და იმედია დარჩება ჩვენთნ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top