თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2899,
კომენტარები: 19
ვან გაალის მომავალი კლუბში ყველასთვის უცნობია
ლუი ვან გაალის მომავალი ფინალის შემდეგ გადაწყდება.
ვან გაალის მომავალი კლუბში ყველასთვის უცნობია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედში" იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ხელმძღვანელობაში შემავალი პირებისთვის კი უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბი.

"იუნაიტედი" ჯერ კიდევ ვერ წყვეტს, როგორ მოიქცეს ლუი ვან გაალის სამწვრთნელო საქმიანობასთან დაკავშირებით. ჰოლანდიელის კონტრაქტი მომდევნო სეზონში იწურება და მის ნაადრევად გაწყვეტასა თუ უკანასკნელი შანსის მიცემას კლუბი მხოლოდ "კრისტალ პალასთან" ფინალური მატჩის შემდეგ გადაწყვეტს.

Manchester Evening News-ი ამტკიცებს, რომ გუნდის მოთამაშეები, კლუბის ხელმძღვანელობა და ისეთი პირებიც კი, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, სერ ბობი ჩარლტონი და დევიდ გილი არიან, ვან გაალის ბედთან დაკავშირებით გაურკვევლობაში იმყოფებიან.

მხოლოდ აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდსა და "იუნაიტედის" მფლობელთა ოჯახს, გლეიზერებს შეუძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ სხვა პირებს არავითარ მინიშნებას არ უკეთებენ.

წყარო ასევე იმასაც იტყობინება, რომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა რიგებში გამძაფრებულია შეგრძნება იმისა, რომ კლუბს ცვლილებები ესაჭიროება. მოახდენს თუ არა ეს გავლენას გლეიზერების გადაწყვეტილებაზე, მალე გახდება ცნობილი.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: hemi
18 მაი 2016 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მე არ მესმის ამაზე უარესი რა უნდა ქბას მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა, რომელიც 2 წელია გუნდშია და 300 მილიონი დახარჯა, რო გააგდონ? ლიგაში ჩარჩა, ევროპაზე გამოაბუნძულეს მეორე თასზე ცენზურაა, ეპლში ჩაისვარა გუნდს დედა უტირა ჟილკა არ აქ არავის, ფანები მატჩებზე აღარ დადიან აი ამაზე უარესი რა უნდათ

თასის თამაში და წავიდეს და დროზე მოვიდეს მოურინიო თუ მოდის ეგ კიდე
0
№12
ავტორი: LASHQARA
18 მაი 2016 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
აი ჩემპინთა ლიგაზე რო გავსულიყავით და თასი მოგვეგო კიდე ხოო მაგრამ ეხლა რა ნამუსით ტოვებენ winked
0
№13
ავტორი: Best 7
19 მაი 2016 00:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გააგდეთ!!!
0
№14
ავტორი: JuanMata
19 მაი 2016 00:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გაიკეთე ვუდვორდ ეგ თასი ერთ ადგილას.
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2016 01:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გაუშვებენ ალბათ
0
№16
ავტორი: de gea1
19 მაი 2016 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
აქედა საქარველოდან შანს რო ცენზურააა ვან გაალი
0
№17
ავტორი: stepno
19 მაი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგიიი ეგრეეე გინდათ ესეიგიი უბალეშიკოთ კრისტალპალას smile smile smile მთელი მგულით ვბალეშიკობ პალას როო ერთხელ და სამუდამოდ გააგდონ ეს *****ი-->ცენზურა კაციი დედა რო მოუ**** გუნდს მაგრა მკიდი ეგ თასი საერთოდ რაა
0
№18
ავტორი: Memphis_Depay
19 მაი 2016 13:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
აუ ზაფხული იმედია არ ჩამმწარდება იმ ინფორმაციით რომ ვან გაალი რჩება !!! angry სასწრაფოდ ჟოზე მოურინიო იუნაიტედში !!!
0
№19
ავტორი: deqstera
19 მაი 2016 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
შეიძლება გადაწყვეტილი იყოს მწვრთნელის გაშვება, მაგრამ გიგზი დროებით მწვრთნელობაზე უარს ეტყვის ამიტომ აცლიან სეზონის დასრულებას და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას!
პლიუს არც მაურინიო და არც რომელიმე ძლიერი მწვრთნელი სეზონის ბოლოსკენ არმოვა, მაშინ როცა გუნდში სიტუაცია არეულია და გამოსწორებისთვის დრო ფიზიკურად არექნება, რადგან შედეგის არქონა მას დაბრალდება!!

ეს ჩემი ვარაუდიც არის და სურვილიც, რომ ვან გაალის გაშვებას ფინალის შემდეგ გამოაცხადებენ!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top