"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა და მისი ყოფილი თანაგუნდელები ესპანეთის ნაკრებში ფერნანდო ტორესი და დიეგო კოშტა ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩნენ.
D გუფის წევრი ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ხორვატიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ დაიწყებენ.
კოშტამ ნაკრების რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მის გარდა კი განაცხადში ვერ მოხვდნენ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ხავი მარტინესი და "არსენალის" ნახევარცველი სანტი კასორლა.
პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს წარმოადგენენ: "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა, "ჩელსის" ტრიო პედრო, სესარ ასპილიკუეტა და სესკ ფაბრეგასი, "მანჩესტერ სიტის" ფლეიმეიქერი დავიდ სილვა.