"იუნაიტედის" მცველი ნაკრებს მიღმა დარჩა.
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 28-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელშიც შვიდი ფეხბურთელი პირველად მოხვდა, მაგრამ ამ განაცხადში არ არის "იუნაიტედის" მარჯვენა მცველი მატეო დარმიანი.
ამის მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ იმ კლუბების ფეხბურთელები, რომელთაც წინ თასის ფინალები აქვთ სათამაშო, ოთხდღიან სავარჯიშო სესიას ვერ დაესწრებიან. ასეთები კი არიან "იუნაიტედის", "ანდერლეხტის", "იუვენტუსისა" და "მილანის" მოთამაშეები.
იტალიელთა სრული გაფართოებული განაცხადი ასე გამოიყურება: მეკარეები: ფედერიკო მარკეტი, ანტონიო მირანტე, მარკო სპორტიელომ ანტონიო მირანტე, მარკო სპორტიელო
მცველები: ფრანჩესკო ასერბი, დავიდე ასტორი, ლეონარდო ბონუჩი, არმანდო იცო, ანჟელო ოგბონა, ლორენცო ტონელი
ნახევარმცველები: მარკო ბენასი, ფედერიკო ბერნარდესკი, ანტონიო კანდრევა, დანილო კატალდი, დანიელე დე როსი, ლორენცო დე სილვესტრი, სტეფან ელ შაარავი, ალესანდრო ფლორენცი, ემანუელე ჯიაკერინი, ჟორჟინიო, მარკო პაროლო, რობერტო სორიანო, დავიდე ძაპაკოსტა
თავდამსხმელები: ფაბიო ბორინი, ედერი, ჩირო იმობილე, ლორენცო ინსინიე, ლეონარდო პავოლეტი, გრაციანო პელე.
აქვე დავძენთ, რომ ეს განაცხადი საბოლოო არ არის და შეიძლება შეიცვალოს.
წყარო:
dailymail